გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“.
პროექტი მიზნად ისახავს თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.
შეჯიბრის ვადები:
2026 წლის 21 სექტემბერი - 22 ოქტომბერი - პროექტში მონაწილეობის მსურველ გუნდთა რეგისტრაცია;
2026 წლის 23 ოქტომბერი - მოსამზადებელი მასალისა და საქმის გაგზავნა დარეგისტრირებული გუნდებისათვის;
2026 წლის 23-30 ოქტომბერი - დრო გუნდების მიერ საქმესთან დაკავშირებული დამაზუსტებელი კითხვების წარმოდგენისთვის;
2026 წლის 23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი - დრო დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების მომზადებისთვის;
2026 წლის 2 - 6 ნოემბერი - ტრენინგები დარეგისტრირებული გუნდებისთვის;
2026 წლის 20 ნოემბერი - 23:59 სთ - გუნდების მიერ დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების წარმოდგენა;
2026 წლის 26 ნოემბერი - ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების გამოცხადება;
2026 წლის 26 ნოემბერი - 21 დეკემბერი - დრო ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების მომზადებისთვის;
2026 წლის 22-24 დეკემბერი - იმიტირებული პროცესის ზეპირი რაუნდები ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს. შესაძლებელია, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.
გუნდის წევრი მხოლოდ ის პირი შეიძლება იყოს, რომელსაც შეჯიბრის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი და იმყოფება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე. ასევე, გუნდის წევრს პროექტის ზეპირ რაუნდში არ უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული.
თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 სტუდენტისაგან.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ეტაპები:
იმიტირებული სასამართლო პროცესი შედგება ორი ეტაპისაგან − წერილობითი და ზეპირი რაუნდები.
თითოეული რეგისტრირებული გუნდი წარმოადგენს როგორც დაცვის, ისე ბრალდების პოზიციებს წერილობით და ზეპირ რაუნდებში.
წერილობით რაუნდში გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობას ზეპირ რაუნდში მიიღებს.
შეჯიბრის ენა:
იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება ქართულ ენაზე. ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები ჩატარდება ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.
შედეგები, რომელსაც მიიღებენ პროექტის მონაწილეები:
ფინალში გადასულ გუნდის წევრებს გადაეცემათ პრიზები;
ზეპირი რაუნდის ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გუნდის რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/zzoigsrqrjES2Ukw9
შეჯიბრის წესები:https://drive.google.com/file/d/1BMtvr2aHNBYD57WXM6YOBDxxF-l3jFMD/view
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
შოთა ჭითანავა (+995) 577 41 93 99; shchitanava@justice.gov.ge
ნინო ქართლელიშვილი (+995) 557 22 28 11; nkartlelishvili@tcj.gov.ge
