გია გოგიბერიძე

გია  გოგიბერიძე

გია გოგიბერიძე

გია გოგიბერიძე არის სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი. გია გოგიბერიძე  აქვს საჯარო და კერძო სექტორში წამყვან თანამდებობებზე მუშაობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება (სხვადასხვა წლებში იგი საქმიანობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის აპარატში).

გია გოგიბერიძეს აქვს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის მდიდარი გამოცდილება, მისი უშუალო მონაწილეობით მომზადებული იქნა 130-ზე მეტი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტის პროექტი, რომელთა უმეტესობა მიღებულია (გამოცემულია) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ.

გია გოგიბერიძე 2009 წლიდან ეწევა პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტში). უძღვება სასწავლო კურსებს საჯარო სამართლისა და სამართლის მეთოდების მიმართულებით. გია გოგიბერიძე არის არაერთი კვლევის, პუბლიკაციის, სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი.

გია გოგიბერიძეს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ჩატარებული აქვს 150-ზე მეტი სემინარი და ტრენინგი, მათ შორის, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელების, მოსამართლეების, პროკურატურის, პოლიციის, სოციალური სამსახურისა და სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისათვის.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გია გოგიბერიძე უძღვება ტრენინგს თემაზე „ადამიანის ძირითადი უფლებები“.

ხელმისაწვდომობის მენიუ