თეა ბურჭულაძე
თეა ბურჭულაძე
თეა ბურჭულაძე დაიბადა 1975 წელს ქ. თბილისში. 1992-1997 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1997-2000 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი. 2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე − „შერწყმული წინადადება ქართულში“. ამჟამად არის თსუ არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქართველურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი. პარალელურად კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
არის ავტორი ოთხი მონოგრაფიის და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა.
