უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) თანამშრომლობის ფარგლებში, გაძლევთ შესაძლებლობას დაესწროთ ტრენინგებს თემებზე:

• 6 ივლისი 11:00-14:30

მედიაცია, როგორც გზა კონფლიქტიდან კონსენსუსამდე

• 6 ივლისი 11:00-14:30

საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობები

• 7 ივლისი 11:00-14:30

მომხმარებლის უფლებათა დაცვის აქტუალური საკითხები

• 7 ივლისი 15:30-19:00

საგადასახადო სისტემა საქართველოში: რეგულირება და პრაქტიკა

• 8 ივლისი 11:00-14:30

ხელშეკრულება, როგორც უფლების დაცვის გარანტია

• 9 ივლისი 11:00-14:30

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო: გადაწყვეტილების მიღების ანატომია

• 9 ივლისი 15:30-19:00

გამომძიებლის დამოუკიდებლობა და პროკურორის საპროცესო ხელმძღვანელობა

• 10 ივლისი 11:00-14:30

სახელშეკრულებო სამართლის მნიშვნელოვანი ასპექტები

• 11 ივლისი 15:30-19:00

ხელოვნური ინტელექტი და სამართალი

 

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3,5 საათი.

ტრენინგებს უძღვებიან იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და თსუ-ს იურიდიული  ფაკულტეტის ერთობლივი სამართლის კლინიკის ტრენერები.

ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

მიმდინარე კვირეულის ფარგლებში შესაძლებელია არაუმეტეს სამ ტრენინგზე დასწრება.

რეგისტრაცია დასრულდება 4 ივლისს, 15:00 საათზე.

ტრენინგზე დასწრებასთან დაკავშირებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიიღებთ შეტყობინებას, თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე 4 ივლისს, 18:00 საათიდან.

ხელმისაწვდომობის მენიუ