უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) თანამშრომლობის ფარგლებში, გაძლევთ შესაძლებლობას დაესწროთ ტრენინგებს თემებზე:
23 თებერვალი, 11:00 საათი
საერთაშორისო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://forms.gle/VYaXy6hmcGmUrkvW8
23 თებერვალი, 15:30 საათი
დისკრიმინაციის აკრძალვა სამართალში
რეგისტრაციის ბმული:
https://forms.gle/C6A5AaTheZy6BNiD6
23 თებერვალი, 11:00 საათი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://forms.gle/eqQWMo44ucra2ryq9
23 თებერვალი, 15:30 საათი
მედიაცია-დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალება
რეგისტრაციის ბმული:
https://forms.gle/oBtKws2sJTdiPkEv6
24 თებერვალი, 15:30 საათი
ხელოვნური ინტელექტის გავლენა მომხმარებელთა სამართალზე
რეგისტრაციის ბმული:
https://forms.gle/sGiygm13cErsm3cv7
25 თებერვალი, 15:30 საათი
მედია სამართალი და ადამიანის უფლებები
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScCSrC0KeYjmE1dtVYupHjQxoLXJtWJGv74NzhDZZMvVA7GjQ/viewform
27 თებერვალი, 11:00 საათი
პირადი ცხოვრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიების სპეციფიკა
რეგისტრაციის ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfkqHoe_oBnfspdx3kB5UXq2mfQdC5J4xskGkZEoZQkgmmBNQ/viewform
27 თებერვალი, 15:30 საათი
გამოხატვის თავისუფლება ციფრულ სამყაროში
რეგისტრაციის ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfQbOITgmr6WTBlTGrZ2yvkHMH4ypzG-HtyE-_RHW9Wy7GCvA/viewform
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3,5 საათი.
ტრენინგებს უძღვებიან იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი სამართლის კლინიკის ტრენერები.
ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.
მიმდინარე კვირეულის ფარგლებში შესაძლებელია არაუმეტეს სამ ტრენინგზე დასწრება.
რეგისტრაცია დასრულდება 20 თებერვალს, 15:00 საათზე.
ტრენინგზე დასწრებასთან დაკავშირებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიიღებთ შეტყობინებას, თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე 20 თებერვალს, 18:00 საათიდან.
