ტრენინგი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის
იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი - „სამეწარმეო სამართალი“ - ჩატარდა
ორდღიანი სწავლების მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე საკორპორაციო სამართლის რეფორმის ძირითადი საკითხები, სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების საბაზისო სამართლებრივი ასპექტები, კაპიტალიზაციის ფორმებისა და კაპიტალის მოზიდვის მეთოდების ურთიერთმიმართება.
სწავლების მიზანი ორგანიზაციაში სამართლებრივი სიახლეების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა და თანამშრომელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაა, რაც იუსტიციის სამინისტროს სისტემის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ტრენინგს მოწვეული ტრენერი გიორგი მახარობლიშვილი უძღვებოდა.
