ტრენინგი - „ადამიანური რესურსების მართვა“.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა
პროგრამის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების, სტრატეგიებისა და საჯარო სამსახურში მოქმედი წესების გაცნობა, რაც ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულ მოხელეებს გუნდის ეფექტიანად მართვასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება.
სწავლებისას განიხილეს ადამიანური რესურსების დაგეგმვის, თანამშრომლის მოზიდვისა და შერჩევის პროცედურები, შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდები, უკუკავშირის გაცემის, მოტივაციისა და პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენის საკითხები. კურსი თანამედროვე მენეჯმენტის მიდგომებსა და საჯარო სამსახურის სპეციფიკურ პრაქტიკას ეყრდნობოდა.
პროგრამას ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი ირინა ბრეგვაძე უძღვებოდა.
