სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი
იუსტიციის სასწავლო ცენტრში თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი - „სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი“ - მიმდინარეობს
სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საჯარო და კერძო სამშენებლო, ასევე ქალაქგეგმარების სამართლის სისტემურ საკითხებს, მშენებლობის ნებართვის სტადიებს, სანებართვო პირობების დარღვევის სამართლებრივ ასპექტებსა და სამშენებლო სამართალდარღვევის კომპონენტებს. სწავლების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამშენებლო წესრიგის სამართალსა და პრაქტიკული კაზუსების ანალიზს. მიღებული ცოდნის საფუძველზე, მონაწილეები შეძლებენ სამშენებლო სამართლის ნორმების პრაქტიკაში კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენებას.
მიმდინარე სწავლების მიზანი თანამშრომელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაა.
კურსის დასრულებისას გათვალისწინებულია ტესტირება, რომლის საფუძველზეც მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
კურსს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დაკვეთით იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს და მას მოწვეული ტრენერები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი პაატა ტურავა და ასოცირებული პროფესორი კობა ყალიჩავა უძღვებიან.
