სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
იუსტიციის სასწავლო ცენტრში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის სპეციალური საკვალიფიკაციო ტრენინგი ჩატარდა.
პროგრამის მიზანია პროფესიული სტანდარტების შენარჩუნება, არსებული პრაქტიკის გაზიარება და სამუშაო პროცესში უახლესი მიდგომების წარმატებით გამოყენების ხელშეწყობა.
მონაწილეებმა განიხილეს დისტანციური და ყოველდღიური საქმიანი ურთიერთობების თანამედროვე ტენდენციები. სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაო პროცესში დოკუმენტაციასთან მუშაობის, თანამედროვე ეტიკეტის, ციფრული არხებით კომუნიკაციისა და რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან მეთოდებს.
სწავლების დასრულებისა და შეფასების წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრამას ტრენერი სოფო ჩხაბერიძე უძღვებოდა.
