ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
სწავლების მონაწილეებმა განიხილეს მოლაპარაკების პროცესის წარმართვის ეტაპები, რთული სამუშაო სიტუაციების დეესკალაციის პრინციპები და კულტურის გავლენა პრობლემების მოგვარებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სიტუაციაში მოლაპარაკებისას გამოთქმული პოზიციებისა და ინტერესების ურთიერთმისაღები, ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძიების გზებს.
სწავლების მიზანი მონაწილეების მიერ სამუშაო პროცესში სტრატეგიული ქცევის მოდელების ათვისება, ალტერნატიული გადაწყვეტის პრინციპების ეფექტიანი გამოყენება და თანამშრომელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაა.
ტრენინგს მოწვეული ტრენერი სოფო ჩხაბერიძე უძღვებოდა.
