პროექტის წერისა და მართვის ტრენინგი

პროექტის წერისა და მართვის ტრენინგი

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტის წერისა და მართვის ტრენინგი ჩატარდა

 
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში საპროექტო იდეის ფორმირებისა და პროექტის მართვის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის მიზანი მონაწილეებისთვის პროექტის ციკლის ფაზების გაცნობა და საბაზისო პრინციპების ათვისება იყო. სწავლების შედეგად მონაწილეები შეძლებენ ტექნიკურად გამართული საპროექტო განაცხადების მომზადებასა და პროექტების ეფექტიან მართვას, რაც მათთვის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება.
აღნიშნული ტრენინგი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის „ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება მშვიდობის მშენებლობისა და დიალოგის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.

ხელმისაწვდომობის მენიუ