მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი - “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“.
პროგრამის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართლებრივი ბუნების, სწორი კვალიფიკაციის, პასუხისმგებლობის საფუძვლების განმარტება და პრაქტიკული უნარების განვითარება.
სწავლებისას განიხილეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა, მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების საკითხები, სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. კურსი პრაქტიკულ მაგალითებსა და მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობისთვის დამახასიათებელ სამართლებრივ შემთხვევებს ეყრდნობოდა.
პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი პაატა ტურავა უძღვებოდა.
