იუსტიციის სასწავლო ცენტრში მედიაციის ტრენინგი ჩატარდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის მედიაციის ტრენინგი ჩატარდა.

 
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მედიაციის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივ საფუძვლებსა და პრაქტიკულ გამოყენებას. კურსის განმავლობაში დეტალურად შეისწავლეს მედიაციის ეტაპები, ამ პროცესებში წარმომადგენლის როლი და მიღწეული შეთანხმების აღსრულების პროცესი.
სწავლების მიზანია მედიაციის პროცესში მონაწილე მხარეების პერსპექტივების დანახვისა და პროცესის ეფექტური მართვის უნარების გაუმჯობესება.
სწავლების დასრულებისას მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჩიტაშვილი უძღვებოდნენ.

ხელმისაწვდომობის მენიუ