იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო სფეროში ერთობლივი სასწავლო პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება. მხარეთა საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, პარტნიორობა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების პროფესიული თუ კარიერული განვითარების ხელშეწყობას.
გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას, მხარეთა საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული აქტივობების განხორციელებას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა სოფიო აბულაშვილმა.
