საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2026 წლის ეროვნული შეჯიბრი დაიწყო
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრისა“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის (აქტიური სტატუსის მქონე) ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს
პროექტის მიზანი:
* საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლება
* სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და გაუმჯობესება
* საკონტაქტო ქსელის შექმნა
შეჯიბრის ყველა მონაწილეს გადაეცემა წამახალისებელი საჩუქარი და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2026 წლის 22 ოქტომბერი, 23:59 სთ.
შეჯიბრის ფინალური ეტაპი გაიმართება 8-10 დეკემბერს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://forms.gle/Ab5Rd9DTDf8doWWR8
