ტრენინგის მიზანი:
მედიაცია წარმოადგენს ნოვაციას ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რომელიც კონფლიქტში მყოფ მხარეებს სთავაზობს დავის შეთანხმებით დასრულების უალტერნატივო და მშვიდობიან გზებს და მექანიზმს.
მედიაცია განვითარებულ ევროპულ სივრცეში წარმოადგენს დავის გადაწყვეტის უალტერნატივო საშუალებას, რომლის გამოყენებით კონფლიქტის მხარეებს ეძლევათ საშუალება დავა დაასრულონ გაცილებით ნაკლები დროის, ნაკლები ფინანსების, ნაკლები ემოციური დანახარჯით და შენარჩუნდეს მხარეებს შორის შემდგომი პირადი და ბიზნეს ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივა და შესაძლებლობა.
მედიაციის თაობაზე საზოგადოებაში და განსაკუთრებით იურიდიულ წრეებში ცნობიერების ამაღლება არის წინაპირობა საქართველოში დავის შეთანხმებით დასრულების კულტურის დამკვიდრების, რაც ქვეყანაში სოციალური მშვიდობის მიღწევის ეფექტური მექანიზმია.
მედიაციის ტრენინგის მიზანია აამაღლოს ტრენინგის მსმენელების ცოდნა და ცნობიერება მედიაციის თაობაზე სამართლებრივი რეგულირების შესახებ, შეასწავლოს მედიაციის არსი და მისთვის მახასიათებელი თავისებურებანი ისევე როგორც განუვითაროს მსმენელს ერთი მხრივ, მედიატორის ისევე, როგორც მეორე მხრივ, მედიაციაში წარმომადგენლობის უნარები.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ვის შეუძლია მონაწილეობა?
საბანკო, მიკროსაფინანსო, საადვოკატო საქმიანობით დაკავებული იურიდიულ პირების წარმომადგენლებს, შესაბამის საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საკონტაქტო საათი.