ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგი მიზნად ისახავს მისცეს მსმენელებს პრაქტიკული ცოდნა საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის ძირითად პრინ­ციპებსა და ცალკეულ სამართლებრივ ინსტიტუტებზე, დაანახოს მათ შორის არ­სებული ურთიერთკავშირი და განსხვავებანი, მიაწოდოს ინფორმაცია საოჯახო და სამემკვიდრეო  სამართლის ნორმის გამოყენების თავისებურებებზე, მათ სასამართლო პრაქტიკაში ინტეგრაციაზე და ამ ნორმათა  განმარტებასთან დაკავშირებული სირთულეებზე. ტრენინგის მიზანია მსმენელისათვის სამართლებრივი კუთხით ცხოვრებისეული შემთხვევების სწორად  გაანალიზების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რათა მათ შეძლონ პრობლემათა სწორი იდენტიფიცირება, მათთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემა. კურისის გავლის შემდეგ მსმენელები შესძლებენ  საოჯახო და მემკვიდრეობითი დავების იდენტიფიცირებას, მათ  გადასაწყვატად შესაბამისი წყაროებს მოძიებას, დაინტერესებული მხარეებისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევას, მათ სამართლებრივ დახმარებას; განახორციელებენ  საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივ ნორმათა განმარტებას შესაბამისი მეთოდების გამოყენებით;   ასევე, ტრენინგის მიზანია  გაიმართოს დისკუსია  საოჯახო და მემკვიდრეობითი ნორმათა  არსებული ხარვეზებისა და პრობლემური საკითხების გაანალიზება-გადაწყვეტის სამართლებრივ მეთოდების თაობაზე. მსმენელი ტრენინგის გავლის შემდეგ შეძლებს საოჯახო და მემკვიდრეობითი  სამართალის პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზების შესახებ დეტალური წერილობითი  / ზეპირი ანგარიშის მომზადებას და მოახდენს მიღებული დასკვნების  დამაჯერებლად და დასაბუთებულად წარმოჩენას საუკეთესო სასამართლო პრაქტიკაზე მითითებით.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • მეუღლეთა ზოგადი და სახელშეკრულებო ქონებრივი ურთიერთობანი;
  • მშობლების, შვილების და ოჯახის სახვა წევრების საალიმენტო ვალდებულებები;
  • 1980 წლის ჰააგის კონვენცია; 1996 წლის ბავშვთა დაცვის კონვენცია  და ეროვნული კანონმდებლობა  კონვენციის მიზნებისათვის;
  • კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა;
  • ანდერძის შედგენა, შეცვლა, მოშლა და აღსრულება;
  • სანქციები  მემკვიდრეობით-სამართლებრვ ურთიერთობებში;
  • სავალდებულო წილის პრობლემები მემკვიდრეობის სამართალში;
  • სამკვიდროს მიღება, უარი და სამკვიდროს მიღების ვადების აღდგენა;
  • კრედიტორთა დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ;
  • სამკვიდროს გაყოფა და დაცვა.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კერძო და საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა:14 საკონტაქტო საათი.