ტრენინგის მიზანი:
ტრენინგი მიზნად ისახავს მისცეს მსმენელებს პრაქტიკული ცოდნა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ცალკეულ სამართლებრივ ინსტიტუტებზე, დაანახოს მათ შორის არსებული ურთიერთკავშირი და განსხვავებები, მიაწოდოს ინფორმაცია საპროცესო სამართლის ნორმის გამოყენების თავისებურებებზე, მათ სასამართლო პრაქტიკაში ინტეგრაციაზე და საპროცესო სამართლის ნორმის განმარტებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ტრენინგის მიზანია მსმენელებმა მოახდინონ სამოქალაქო საპროცესო სამართლის სფეროში პრობლემების იდენტიფიცირება და შეიმუშავონ მათი გადაჭრის მეთოდები; წარმატებით გაართვან თავი საპროცესო-სამართლებრივ ნორმათა განმარტებას საუკეთესო სასამართლო პრაქტიკისა და შესაბამისი მეთოდების გამოყენებით; შეიმუშავონ სწორი მიდგომები საპროცესო სამართალში ცალკეული საპროცესო დოკუმენტების და დასაბუთებული შუამდგომლობის შედგენის მექანიზმებთან მიმართებით, რათა მოახდინონ მიღებული დასკვნების, შედგენილი საპროცესო დოკუმენტის დამაჯერებლად და დასაბუთებულად წარმოჩენა. ტრენინგის მიზანია მსმენელებმა ტრენერთან ერთად გაანალიზონ საპროცესო სამართალის ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება და სასამართლო პრაქტიკა.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კერძო და საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.