ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ტრეინინგის მიზანია მონაწილეებს შეუქმანს მყარი ცოდნა კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობაზე;  გააცნობიერებინოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობა; უჩვენოს კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა, საპარლამენტო რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლებათა დანაწილების, ურთიერთშეკავების, ურთიერთგაწონასწორებისა და დაბალანსების, მათი კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევისა და კანონით ბოჭვის კონკრეტული კონსტიტუციური მექანიზმები; პრეზიდენტის უფლებამოსილებები, საკანონმდებლო,  აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების მოწყობის, მათი უფლებამოსილებებისა და ურთიერთმიმართების კონსტიტუციური საფუძვლები; ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობის საფუძვლები, ადგილობრივი თვითმმართველობის არსი, მისი მოწყობის კონსტიტუციური პრინციპები და გარანტიები; განუმტკიცოს ის ჩვევები და უნარები, რაც დაკავშირებულია კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემაში საკუთარი სამსახურისა თუ კონკრეტული  სამსახურებრივი ფუნქციების, უფლება-მოვალეობების სისტემური როლის შესრულებასთან, კონსტიტუციური ღირებულებებისა და პრინციპების ყოველდღიური პრაქტიკის წარმმართველ და სახელმძღვანელო ორიენტირებად გამოყენებასთან.

ტრეინინგისძირითადითემები:

  • კონსტიტუციის არსი და მნიშვნელობა სახელმწიფოს მოწყობაში;
  • საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით განხორციელებული ცვლილებები და მათი მნიშვნელობა;
  • საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური ორგანოების სისტემა - სახელმწიფო ხელისუფლებათა დანაწილების, ურთიერთშეკავების, ურთიერთგაწონასწორებისა და ბალანსის, კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევისა და კანონით ბოჭვის ძირითადი პრინციპები და კონსტიტუციური მექანიზმები;
  • საქართველოს პრეზიდენტის როლი და  უფლებამოსილებები საპარლამენტო რესპუბლიკაში;
  • საკანონმდებლო ხელისუფლება კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით;
  • აღმასრულებელი ხელისუფლება კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით;
  • სასამართლო ხელისუფლება, მართლმსაჯულება, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის არსი; მისი ადგილი და როლი საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემაში; ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის კონსტიტუციური პრინციპები და  გარანტიები.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ტრეინინგში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო მოსამსახურეებს და პირებს, რომელთაც აქვთ  საჯარო სამსახურში საქმიანობის სურვილი.

ტრეინინგისხანგრძლივობა16 აკადემიური საათი (სრული კურსი), 3,5 აკადემიური საათი (მოკლე კურსი).