ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

სრულყოფილად შედგენილი ხელშეკრულება წარმატებული საქმიანობის საწინდარია. ხელშეკრულების ტექსტის შედგენის დროს ვალდებულებითი და სახელშეკრულებო  სამართლის თეორიულ ცოდნასთან ერთად, დამატებით საჭიროა გარკვეული სამართლებირივი მეთოდების, ხერხების და საშუალებების გათვალისწინება.

ტრენინგის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულებასთან დამოუკიდებლად მუშაობა, მისი ტექსტის შედგენა, მასში ცვლილებების შეტანა და ინტერპრეტაცია და გამოუმუშაოს ან/და გაუუმჯობესოს ხელშეკრულების შედგენისთვის სათანადო უნარ-ჩვევები.

ტრენინგი სწავლების თანამედროვე მეთოდებთან ერთად, ითვალისწინებს პრაქტიკული სავარჯიშოების კომპონენტს.

 

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • სახელშეკრულებო სამართლის არსი;
  • ხელშკრულების შინაარსი და პირობები;
  • ხელშეკრულების შესრულება;
  • ხელშეკრულების დარღვევა;
  • ხელშეკრულებიდან გასვლა;
  • ხელშეკრულების შეწყვეტა;
  • ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი;
  • ხელშეკრულების ტიპების ზოგადი მიმოხილვა.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულ იურისტებს, სხვა დაინტერსებულ პირებს ვისაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე უწევს ხელშეკრულებებზე მუშაობა. ტრენინგის მონაწილეს სასურველია ჰქონდეს იურიდიული განათლება, ან ხელშეკრულების შედგენის გარკვეული გამოცდილება.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 საკონტაქტო საათი.