ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

მართვის თეორიის, პრაქტიკისა და ხელოვნების საკითხების,  ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში არსებულ მართვის დონეებს შორის ურთიერთობების, მართვის ფუნქციების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება მართვას, გადაწყვეტილების მიღებას, ეფექტურ კომუნიკაციებს, დაგეგმვას, ორგანიზებას, მონიტორინგს, მოტივაციას.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • მენეჯმენტის პროცესი, მენეჯმენტი გლობალურ სამყაროში.
  • გადაწყვეტილების მიღება, კომუნიკაცია.
  • დაგეგმვა–სტრატეგია.
  • ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება.
  • კონტროლი და კორპორაციული კულტურა.
  • დელეგირება.
  • მოტივაცია.
  • ლიდერობა და გუნდის მართვა.
  • კონფლიქტების, სტრესების, ცვლილებების მართვა ორგანიზაციაში.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.