ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

მსმენელებს გადასცეს ცოდნა საკრებულოს არსის, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მისი ადგილის,  როლისა და ფუნქციების, საკრებულოს უფლებამოსილებების, მისი ორგანიზაციული სტრუქტურის, საკრებულოს წევრებისა და თანამდებობის პირების სტატუსის,  საკრებულოს საქმიანობის წესებისა და პროცედურების შესახებ, რათა მათ შესძლონ საკრებულოს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ყოველდღიური საქმიანობის პროცესში მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება; მათი კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

 

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • საკრებულო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები.
  • საკრებულოს თანამდებობის პირთა სტატუსი.
  • საკრებულოს უფლებამოსილებანი; საკრებულოს სტრუქტურა; სტრუქტურული ერთეულების  უფლებამოსილებანი და მათი საქმიანობის დაგეგმვა;             საკრებულოს განსაკუთრებული პროცედურები.
  • საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები და მეთოდები.
  • საკრებულოს სხდომების ორგანიზაცია.
  • საკრებულოს  გადაწყვეტილებები და მათი მიღების წესი.
  • საკრებულოს ურთიერთობა აღმასრულებელ ორგანოსთან. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება; დამოუკიდებელი აუდიტი;
  • საკრებულოს აპარატის სტატუსი, ფუნქციები, სტრუქტურა და საქმიანობის წესი;

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.