ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ადმინისტრაციულ წარმოებაში ტრენინგის  მიზანია ადმინისტრაციული წარმოების არსის სწორი გაგებისა და გამოყენების დამკვიდრებაში ხელშეწყობა. სწავლების მიზანია, მსმენელებს შეუქმნას სრული წარმოდგენა და გაუღრმაოს ცოდნა ადმინისტრაციული წარმოების სახეებზე, პროცედურებსა და ადმინისტრაციულ ორგანოში გადაწყვეტილების მიღების წესზე; გააცნოს ადმინისტრაციული წარმოების ძირითადი (მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება) და სპეციალური (ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, ნორმატიული აქტის გამოსაცემად, წარმოება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში) სახეები; ასევე, გააცნოს, თუ როგორ ხდება ადმინისტრაციული წარმოება დამოუკიდებელი ორგანოს მიერ და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებით. სწავლების  მიზანია, მსმენელებს გააცნოს სასამართლოში ჩამოყალიბებული პრაქტიკაც და ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები სამართლის სხვა დარგების ინსტიტუტებთან; თეორიული ცოდნა დაემყაროს ადმინისტრაციულ წარმოებაში, ასევე, სამართალწარმოებაში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, რათა ცოდნა ადეკვატური იყოს არსებულ პრაქტიკასთან და მსმენელმა შეძლოს არსებული პრობლემებისა და ხარვეზების გაანალიზება და  სწორი ხედვის ჩამოყალიბება.

ტრენინგის ძირითადი თემები:  

  • ადმინისტრაციული სამართალი, ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი;
  • საჯარო მმართველობის ორგანოების სახეები;
  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
  • ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და ადმინისტრაციული წარმოების სახის შერჩევა;
  • ადმინისტრაციული წარმოების ძირითადი და სპეციალური სახეები;
  • ადმინისტრაციული წარმოება დამოუკიდებელი ორგანოს მიერ;
  • ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით;
  • ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებით;
  • ადმინისტრაციული წარმოება, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კუთხით;
  • სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ან გამოცემის თაობაზე;
  • უფლება სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობა.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.