ტრენინგის მიზანი:
ტრენინგის მიზანია მსმენელებს გააცნოს საჯარო სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები, რომელთა დაცვა და შესრულება თითოეული მოსამსახურის ვალდებულებაა. ტრენინგის ფარგლებში მსმენელები აიმაღლებენ კვალიფიკაციას და გაიუმჯობესებენ უნარ-ჩვევებს საჯარო სამსახურის არსის, მისი გავრცელებული მოდელების, საჯარო სამსახურის რეფორმის ძირითადი მიმართულებების და პრინციპების, საჯარო სამსახურში მიღებისა და კარიერის გავლის, მოხელეთა ანგარიშვალდებულებისა და შეფასების პირობებისა და წესების გაცნობით. გაეცნობიან საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს და გარანტიების, დარღვეული უფლებების დაცვის მექანიზმებს, იმ საფრთხეებს, რომლებმაც შესაძლოა ისინი ჩააყენოს კორუფციისა თუ სხვაგვარი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კანონდარღვევის მდგომარეობაში.
სწავლება მოხდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ვის შეუძლია მონაწილეობა?
საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.