ტრენინგის მიზანი:
შრომის სამართლის ტრენინგის მიზანია: აამაღლოს ტრენინგის მსმენელთა ცოდნა და ცნობიერება შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი ნორმების შესახებ, შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, დასაქმებულის და დამსაქმებლის უფლებების შესახებ; შეასწავლოს მსმენელებს სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების წესი; გაუუმჯობესოს მსმენელთა თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციისას.
ტრენინგზე გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის − „შრომის კოდექსის“ − განხილვა და მასში უკანასკნელ პერიოდში შეტანილ ცვლილებებზე მსმენელისათვის ინფორმაციის მიწოდება. წარმოდგენილი ანალიზი და პრობლემების ერთობლივი განხილვის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ტრენინგი, საფუძველია იმ ვარაუდის, რომ დასასრულ მსმენელი შეძლებს შრომის სამართლის სფეროში მოქმედი კონკრეტული სამართლებრივი ინსტიტუტების სისტემურ აღქმას, გაიღრმავებს ცოდნას ნორმათა შინაარსისა თუ მიზნების თაობაზე, შეიძენს მოთხოვნათა ფორმირების სამართლებრივი საფუძვლების შერჩევისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევას.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ვის შეუძლია მონაწილეობა?
აღმასრულებელ მენეჯერებს, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებსა და სპეციალისტებს, იურისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.