სიახლეები

მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების წესი და პირობები, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება, დარგობრივი ზედამხედველობის წესი

მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების წესი და პირობები, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება, დარგობრივი ზედამხედველობის წესი

ტრენინგის მიზანი:

მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების წესისა და პირობების, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისა და დარგობრივი ზედამხედველობის წესის თავისებურებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სახეები.
  • მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისა და დარგობრივი ზედამხედველობის სამართლებრივი საფუძვლები. მუნიციპალიტეტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები.
  • მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირება საკანონმდებლო აქტის და ხელშეკრულების საფუძველზე.
  • ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფა, უფლებამოსილების დელეგირებისას.
  • დარგობრივი ზედამხედველობის მიზანი და არსი.
  • დარგობრივი ზედამხედველობის ფარგლებში დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვა და სარეკომენდაციო ინსტრუქციები.
  • დარგობრივი ზედამხედველობის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება და გაუქმება.
  • დარგობრივი ზედამხედველობის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე

http://edu.lsg.gov.ge/download/3vAmfpRUTB ან დაგვიკავშირდით 

ტელ: (+995 32) 2 94 22 38

მობ:  (+995 99)  58 88 01

nromashvili@tcj.gov.ge