სიახლეები

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

ტრენინგის მიზანი:

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა არსის, სახელმწიფოსა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა და პასუხისმგებლობათა გამიჯვნის პრინციპებისა და სამართლებრივი საფუძვლების, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განსაზღვრისა და განხორციელების პირობებისა და წესების, საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მუნიციპალური ორგანოებისა და სამსახურების როლის, ფუნქციებისა და კომპეტენციების გაცნობით,  მუნიციპალიტეტის მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ რა ამ უფლებამოსილებებს, ამზადებენ, იღებენ და აღასრულებენ მუნიციპალური ორგანოების გადაწყვეტილებებს, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის ცნებები, პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები. უფლებამოსილებათა გამიჯვნა სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. მუნიციპალიტეტის გამგებლობის სფერო;
  • უფლებამოსილებათა კლასიფიკაცია.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების სახეები.
  • უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები.
  • საკუთარი და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების ნუსხა.
  • წარმომადგენლობითი ორგანოს და გამგებლის /მერის როლი, ფუნქციები და კომპეტენცია მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.
  • მუნიციპალური სამსახურების  როლი, ფუნქციები და კომპეტენცია მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.
  • სახელმწიფო ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე

http://edu.lsg.gov.ge/download/za3lzM04XO ან დაგვიკავშირდით 

ტელ: (+995 32) 2 94 22 38

მობ:  (+995 99)  58 88 01

nromashvili@tcj.gov.ge