ზოგადი მუნიციპალური სამართალი (მოკლე კურსი)
ზოგადი მუნიციპალური სამართალი (მოკლე კურსი)
ტრენინგის მიზანი:
მუნიციპალური სამართლის არსის, მისი ადგილისა და როლის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის ძირითადი პრინციპებისა და სამართლებრივი საფუძვლების გაცნობით, მუნიციპალიტეტის მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ რა ადგილობრივ თვითმმართველობას, ამზადებენ, იღებენ და აღასრულებენ მუნიციპალური ორგანოების გადაწყვეტილებებს სწორედ მუნიციპალური სამართლის საფუძველზე, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
- მუნიციპალური სამართლის ცნება და წყაროები. მუნიციპალური სამართლებრივი ურთიერთობები და მისი სუბიექტები.
- ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის ძირითადი პრინციპები საქართველოს კონსტიტუციაში; ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ძირითადი პრინციპები; საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ისტორიული ასპექტები და თავისებურებები.
- ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული საფუძვლები.
- ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები.
- ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა.
- ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მიღების, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძვლები;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური და ეკონომიკური საფუძვლები.
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შეჩერებისა და მათი დათხოვნის, უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები.
ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე
http://www.edu.lsg.gov.ge/download/uN9FUWuSeg ან დაგვიკავშირდით
ტელ: (+995 32) 2 94 22 38
მობ: (+995 99) 58 88 01
nromashvili@tcj.gov.ge