სიახლეები

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება, შესრულება და ანგარიშგება

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირება,  დამტკიცება, შესრულება და ანგარიშგება

ტრენინგის მიზანი:

საფინანსო საბიუჯეტო საკითხებში მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში ხელშეწყობა, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების, განხორციელებისა და შესრულების საკითხებს.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • საქართველოს საბიუჯეტო სისტემის საფუძვლები და მარეგულირებელი ზოგადი ნორმები;
  • ბიუჯეტის შემოსულობები;
  • ტრანსფერების სტრუქტურა;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე

http://edu.lsg.gov.ge/download/J79S68mOOT  ან დაგვიკავშირდით 

ტელ: (+995 32) 2 94 22 38

მობ:  (+995 99)  58 88 01

nromashvili@tcj.gov.ge