მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესი და პროცედურა
მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესი და პროცედურა
ტრენინგის მიზანი:
მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესისა და პროცედურების თავისებურებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის ჩასატარებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, კონკურსის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცხადებას, კონკურსის ჩატარებასა ორგანიზებას.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
- მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის თაობაზე სამართლებრივი საფუძვლები 2017 წლის 1 იანვრამდე (მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო-საატესტაციო კომისია და საპრეტენზიო კომისია)
- მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის მონაწილეთა შეფასება და კონკურსის შედეგები 2017 წლის 1 იანვრამდე.
- კონკურსანტის თანამდებობაზე დანიშვნა და კონკურსის ჩაშლა 2017 წლის 1 იანვრამდე.
- მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის თაობაზე სამართლებრივი საფუძვლები 2017 წლის 1 იანვრიდან (მუნიციპალიტეტის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნის საკითხები; მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის გამოცხადება, კონკურსის ეტაპები; საკონკურსო კომისია);
- კონკურსში განცხადების წარდგენა, კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, კონკურსანტის შეფასება 2017 წლის 1 იანვრიდან.
- მუნიციპალიტეტის მოხელის კონკურსის შედეგები და კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა 2017 წლის 1 იანვრიდან.
ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე
http://edu.lsg.gov.ge/download/PRXPFjS6wO ან დაგვიკავშირდით
ტელ: (+995 32) 2 94 22 38
მობ: (+995 99) 58 88 01
nromashvili@tcj.gov.ge