სიახლეები

ადგილობრივი თვითმმართველობა

 

 

სსიპ ”იუსტიციის სასწავლო ცენტრის” მიერ მომზადებულია 29 სასწავლო პროგრამა მუნიციპალური მოხელეებისათვის და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებისათვის. ეს სასწავლო პროგრამები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებზეა, მუნიციპალიტეტის ფინანსებსა და ქონებაზე, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაზე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებზე, ნებართვების გაცემის წესზე და ყველა ადგილობრივ სერვისზე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვაზე, მუნიციპალიტეტის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესზე, მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული წარმოების წესზე და ამ წესის თავისებურებებზე, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობასა და აუდიტზე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებასა და ინიცირებაზე, მენეჯმენტზე, კოლეგიურ ორგანოში გადაწყვეტილების მიღების წესზე, პროექტების მართვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უნარებზე, მოქალაქეთა მომსახურების ეფექტიან ტექნოლოგიებზე, ადამიანური რესურსების მართვაზე, პერსონალთან ურთიერთობის სამართლებრივ საკითხებზე და კერძო სამართლებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, მუნიციპალიტეტში საჯარო სამსახურის გავლის წესზე, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობაზე, საჯარო მმართველობის ღიაობაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობაზე სასამართლოში, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა პასუხისმგებლობაზე და სხვა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებში შემავალ სხვა საკითხებზე.

მომზადებული 29 სასწავლო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა სსიპ ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ მიიღონ სწავლების მომსახურება მათ უფლებამოსილებებში შემავალ თითქმის ყველა საკითხზე. აღსანიშნავია, რომ  2016 წლის სექტემბრისთვის იგეგმება დამატებით კიდევ 20 სასწავლო პროგრამის მომზადება, რომლებიც ასევე მომზადდება მუნიციპალურ მოხელეთა სწავლების საჭიროებებზე დაყრდნობით. ამასთან, მუნიციპალიტეტებს სსიპ ”იუსტიციის სასწავლო ცენტრში”  ასევე ეძლევათ ენების (ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული და სხვა) და კომპიუტერული პროგრამების (მუნიციპალიტეტების ელექტრონული დოკუმენტმენტმენეჯმენტის სისტემა (MMS), Microsoft Word Document, Microsoft Excel Worksheet, Microsoft PowerPoint Presentation და სხვა) სწავლების შესაძლებლობაც.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სასწავლო პროგრამები ატვირთულია, როგორც სსიპ ”იუსტიციის სასწავლო ცენტრის” ვებ-გვერდზე, ასევე ”ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის, მასში ჩართული უწყებების უფლებამოსილებებისა და ამ სისტემის ფუნქციონირების პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის N 319 დადგენილების შესაბამისად მომზადებულ სსიპ ”ვანო ხუხუნაიშვილის სახ. ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის” სასწავლო პროგრამების რეესტრის ვებ-პორტალზე. 

 

 

 

 

სასწავლო პროგრამის დასახელება

 

ტრენინგის მოკლე აღწერილობა

1.

მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სამართლებრივი საფუძვლები

ტრენინგის მიზანი:

მუნიციპალიტეტის მოხელეებმა შეძლონ მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სამართლებრივ საფუძვლებში დეტალური გარკვევა და პრობლემური საკითხების ეფექტიანად გადაწყვეტის გზების მოძიება და შეთავაზება.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის საკითხთა მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მათი რეგულირების სფეროები;
  • მუნიციპალიტეტის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების ძირითადი პრინციპები;
  • მუნიციპალიტეტის ქონება, მისი კატეგორიები და არსებული შეზღუდვები მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიის გათვალისწინებით;
  • მუნიციპალიტეტის ქონების შექმნის წყაროები;
  • მუნიციპალიტეტის ქონების მართვის არსი; ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ურთიერთობა სახელმწიფოსთან, ავტონომიურ რესპუბლიკასთან და სხვა სუბიექტებთან; მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირები, როგორც მუნიციპალიტეტის მიერ სამართავი ქონება; მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის არსი;
  • მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება და სარგებლობის უფლებით გადაცემა, ფორმები და წესი.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

2.

მშენებლობის ნებართვების გაცემისა და სანებართვო პირობებზე ზედამხედველობის სამართლებრივი საკითხები

 

 

ტრენინგის მიზანი:

მშენებლობის ნებართვების გაცემის, სანებართვო პირობების ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია-აღკვეთის ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესების არსის, მათი სამართლებრივი საფუძვლების, ადმინისტრაციულ წარმოებათა პრინციპების, წესების, პირობების, სტადიებისა და პროცედურების დეტალური  გაცნობით,  მუნიციპალიტეტის მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ ამ სფეროში ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • მშენებლობის ნებართვების გაცემას, სანებართვო პირობების ზედამხედველობას, სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია-აღკვეთასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები და ძირითადი პრინციპები.
  • მშენებლობის ნებართვის ცნება. მშენებლობების სახეობები. სამშენებლო საქმიანობის ობიექტები, სამშენებლო მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობების კლასები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ვარგისად აღიარებისათვის.
  • სამშენებლო საქმიანობის სუბიექტები. საექსპერტო შეფასება სამშენებლო საქმიანობაში. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები და მათი კომპეტენცია. მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული პროცესის მხარეები, მათი ძირითადი უფლება-მოვალეობები.
  • მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების კვლევა. სამშენებლო საქმიანობის სახეები, რაზეც გაიცემა მშენებლობის ნებართვა. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების სახეები. მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული საქმისწარმოების შემთხვევები.
  • სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქგეგმარებით დოკუმენტების: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და მშენებლობის რეგულირების გეგმის მნიშვნელობა და როლი მშენებლობის ნებართვების გაცემისას. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების სტადიები. მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობის უზრუნველყოფა.
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის შინაარსი და ფორმა. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი.
  • არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა. განცხადება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების წესი.
  • მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები. მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობები. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება; მშენებლობის ახალი ნებართვა.
  • ზედამხედველობა მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულებაზე.  მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მის შესრულებაზე ზედამხედველობა. ზედამხედველობის პროცედურები. სამშენებლო სამართალდარღვევის ცნება. სამშენებლო სამართალდარღვევის ოქმი, მისი შინაარსი და ფორმა. შენობის ექსპლოატაციაში მიღება.
  • სამშენებლო სამართალდარღვევების პრევენცია და აღკვეთა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, ადმინისტრაციული სახდელები სამშენებლო სამართალდარღვევისათვის. ადმინისტრაციული საქმისწარმოება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

3.

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის სამართლებრივი საკითხები

 

 

ტრენინგის მიზანი:

პრიორიტეტების დოკუმენტის რაობისა და ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში მისი მნიშვნელობის,   ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის პრინციპების, ეტაპების და დაგეგმვის დოკუმენტების არსის, პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების, შეთანხმების, კორექტირებისა და მიღების წესების, პირობების, მეთოდებისა და პროცედურების დეტალური  გაცნობით,  მუნიციპალიტეტის მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ ეკონომიკური განვითარების დაგეგმვას, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის სამართლებრივი საფუძვლები. პრიორიტეტების დოკუმენტის არსი და ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში მისი მნიშვნელობა.
  • ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის ძირითადი პრინციპები და ეტაპები. დაგეგმვის პროცესი: განვითარების პოლიტიკის, პროგრამული და საბიუჯეტო დაგეგმარება.
  • პრიორიტეტების დოკუმენტი და დაგეგმვის სხვა დოკუმენტები: მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამები, საინვესტიციო პროექტები. მათი შინაარსი. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმარების კავშირი პოლიტიკისა და პროგრამულ დაგეგმარებასთან.
  • პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების საორგანიზაციო-მოსამზადებელი ეტაპი. პრიორიტეტების დოკუმენტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შექმნა. სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა დაგეგმვის პროცესში. პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
  • მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის თავმოყრა და დამუშავება. სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, სელექცია და სისტემატიზაცია, სტატისტიკური ინფორმაციის ბლოკებად წარმოდგენა.
  • სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ანალიზი. ანალიზისას გამოყენებული მეთოდები: მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება, ცალკეული სფეროების მიხედვით პრობლემების იდენტიფიცირება;
  • მუნიციპალიტეტის რესურსების ზოგადი შეფასება; დასახლებათა საერთო კრებებზე განხილვების შედეგად განსაზღვრული დასახლებების პრიორიტეტების შედარებითი ანალიზი;  მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების SWOT-ანალიზი.
  • პრიორიტეტების შუალედური დოკუმენტის შინაარსი. მოხსენება მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. პრიორიტეტების შერჩევა ჩატარებული ანალიზის შედეგად. პრიორიტეტების მიხედვით მისაღწევი მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება. პრიორიტეტების მიხედვით განსახორციელებელ მუნიციპალურ პროგრამათა (საინვესტიციო პროექტების) ნუსხის შედგენა, პროგრამების განხორციელების საორიენტაციო ვადებისა და ღირებულებების განსაზღვრა;
  • პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსია. პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის გამოქვეყნება და დაინტერესებული მხარეებისათვის დაგზავნა.
  • პრიორიტეტების დოკუმენტის შეთანხმების, კორექტირების და მიღების პირობები და წესები. პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა და დამტკიცება საკრებულოს სხდომაზე. პრიორიტეტების დოკუმენტის გადაგზავნა ფინანსთა სამინისტროში. პრიორიტეტების დოკუმენტში ცვლილებების შეტანის წესი. ანგარიშგება პრიორიტეტების დოკუმენტის შესრულების შესახებ.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

4.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა

ტრენინგის მიზანი:

იმ მოხელეთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ეკონომიკურ საკითხებს და საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტებს.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • მეწარმეობა - არსი, პრინციპები, მისი როლი ეკონომიკაში
  • სამეწარმეო (ეკონომიკური) საქმიანობის სფეროები და სახეები;
  • სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები
  • მეწარმეობის ხელშეწყობისკენ მიმართული მიზნობრივი პროგრამები საქართველოში
  • აწარმოე საქართველოში
  • მცირე და მიკრო
  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
  • კრედიტი
  • ლიზინგი
  • სხვა პროგრამები (მაღალმთიანი, იაფი სესხები, დანერგე საქართველოში)
  • მუნიციპალიტეტის როლი მეწარმეობის ხელშეწყობაში
  • პრივატიზაცია
  • გამოფენების მოწყობა
  • „ბრენდინგი“
  • საინვესტიციო პორტფელების მომზადება
  • მეწარმეების კონსულტაცია
  • გადამზადება / კვალიფიკაციის ამაღლება
  • ადგილობრივი გადასახადებისგან გათავისუფლება
  • ინფრასტრუქტურის განვითარება
  • საბანკო გარანტიები
  • ლიცენზირება და ნებართვები
  • გადასახადები
  • დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები
  • ფონდების მოძიება და საგრანტო განაცხადის მომზადება (პრაქტიკული)
  • ბიზნეს - იდეა და მისი შერჩევის/შეფასების მეთოდები; ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (პრაქტიკული);
  • საჯარო-კერძო თანამშრომლობა
  • მუნიციპალიტეტის სივრცითი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა
  • სამეწარმეო გარემო
  • საერთაშორისო გამოცდილება - ადგილობრივი ხელისუფლების მექანიზმები
  • რეგიონული განვითარების სააგენტო
  • ინოვაციების რეგიონული ეკოსისტემა
  • სოციალური მეწარმეობა

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

5.

მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში

 

ტრენინგის მიზანი:

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილოების თავისებურებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია და ეფექტიანი საჯარო მმართველობის განხორციელება.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დანიშნულება და სამართლებრივი რეგულაციები.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები.
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ზოგადი რეგულაციები.
  • დასახლების საერთო კრების სტატუსი, უფლებამოსილებები და სამართლებრივი რეგულაციები.
  • პეტიცია
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო.
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა.
  • მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

6.

პერსონალთან ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება (შრომითი ხელშეკრულების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შინაგანაწესისა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება)

ტრენინგის მიზანი:

შრომითი ხელშეკრულების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შინაგანაწესისა და საკადო საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების თავისებურებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობა უკავშირდება შრომითი ხელშეკრულების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შინაგანაწესისა და საკადო საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებას.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • პერსონალთან ურთიერთობის (შრომითი ხელშეკრულების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შინაგანაწესისა და საკადო საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება) სამართლებრივი რეგულაციები.
  • შრომითი ხელშეკრულების შინაარსი და მისი მომზადების წესი.
  • პირთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის მომზადება.
  • პირის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსი და მისი მომზადების წესი.
  • პირის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსი და მისი მომზადების წესი.
  • დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსი და მისი მომზადების წესი.
  • მივლინებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსი და მისი მომზადების წესი.
  • ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსი და მისი მომზადების წესი.
  • შვებულებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსი და მისი მომზადების წესი.
  • მოხელის გადაყვანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსი და მისი მომზადების წესი.
  • შინაგანაწესის შინაარსი და მისი მომზადების წესი.
  • ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი მომზადება 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

7.

მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესი და პროცედურა

ტრენინგის მიზანი:

მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესისა და პროცედურების თავისებურებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის ჩასატარებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, კონკურსის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცხადებას, კონკურსის ჩატარებასა ორგანიზებას.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის თაობაზე სამართლებრივი საფუძვლები 2017 წლის 1 იანვრამდე.
  • მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის გამოცხადება, 2017 წლის 1 იანვრამდე.
  • საკონკურსო-საატესტაციო კომისია და საპრეტენზიო კომისია 2017 წლის 1 იანვრამდე.
  • მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის მონაწილეთა შეფასება და კონკურსის შედეგები 2017 წლის 1 იანვრამდე.
  • კონკურსანტის თანამდებობაზე დანიშვნა და კონკურსის ჩაშლა 2017 წლის 1 იანვრამდე.
  • მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის თაობაზე სამართლებრივი საფუძვლები 2017 წლის 1 იანვრიდან.
  • მუნიციპალიტეტის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნის საკითხები 2017 წლის 1 იანვრიდან.
  • მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის გამოცხადება, კონკურსის ეტაპები 2017 წლის 1 იანვრიდან.
  • საკონკურსო კომისია 2017 წლის 1 იანვრიდან.
  • კონკურსში განცხადების წარდგენა, კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, კონკურსანტის შეფასება 2017 წლის 1 იანვრიდან.
  • მუნიციპალიტეტის მოხელის კონკურსის შედეგები და კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა 2017 წლის 1 იანვრიდან.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

8.

პროექტის მომზადება და მართვა

ტრენინგის მიზანი:

მუნიციპალიტეტის მოხელეებმა, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება საპროექტო წინადადებების მომზადებას, განხილვას ან პროექტების მართვას, იცოდნენ რა საკითხებს მოიცავს პროექტის ციკლი, შეძლონ საპროექტო განაცხადების მომზადება და ობიექტურად შეფასება, დაიწყონ პროექტების მართვისას გასათვალისწინებელ საკითხებზე ფიქრი.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • პრობლემების იდენტიფიცირება (პრობლემების ხე)
  • პროექტის ინიცირება- მიზნების ხე, საქმიანობები, სამოქმედო გეგმა, პასუხისმგებლობები
  • პროექტის ბიუჯეტის შემუშავება - საჭირო რესურსების ჩამონათვალი, ხარჯები.
  • ფონდების მოძიება - გრანტები და რესურსების მოზიდვა („ფანდარაიზინგი“)
  • პროექტის განხორციელება - საქმიანობების განაწილება, პასუხისმგებლობების განაწილება, რესურსების განაწილება.
  • მონიტორინგი - პროცესების მიმდინარეობაზე დაკვირვება
  • შეფასება - პროექტის შეფასება და ანგარიშგება

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

9.

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები

ტრენინგის მიზანი:

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებში პროექტების მომზადების სპეციფიკის და ტექნიკის გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში ხელშეწყობა, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება საპროექტო წინადადებების მომზადებას და შემდგომში მის განხორციელებას.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • სტრატეგიული დაგეგმვის ძირითადი საფუძვლები;
  • სტრატეგიული გეგმის შემუშავების ძირითადი პრინციპები;
  • სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი;
  • შესაძლებლობების შეფასება, ძლიერი და სუსტი მხარეები – SWOT;
  • რეგიონული განვითარების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  • 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა (RDP).
  • პროგრამების ანგარიშების მომზადების - ძირითადი პრინციპები;

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

10.

ადგილობრივი თვითმართველობის მენეჯმენტის კონცეფცია: თეორია და პრაქტიკა

 

ტრენინგის მიზანი:

მართვის თეორიის, პრაქტიკისა და ხელოვნების საკითხების,  ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში არსებულ მართვის დონეებს შორის ურთიერთობების, მართვის ფუნქციების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება მართვას, გადაწყვეტილების მიღებას, ეფექტურ კომუნიკაციებს, დაგეგმვას, ორგანიზებას, მონიტორინგს, მოტივაციას.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • მენეჯმენტის პროცესი, მენეჯმენტი გლობალურ სამყაროში;
  • გადაწყვეტილების მიღება, კომუნიკაცია;
  • დაგეგმვა–სტრატეგია;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება;
  • კონტროლი და კორპორაციული კულტურა;
  • დელეგირება;
  • მოტივაცია;
  • ლიდერობა და გუნდის მართვა;
  • კონფლიქტების, სტრესების, ცვლილებების მართვა ორგანიზაციაში.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

11.

სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო გაწვევისა და სამხედრო მობილიზაციის საკითხთა შესახებ

ტრენინგის მიზანი:

მუნიციპალიტეტების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება, რათა მათ შეძლონ უფრო ეფექტურად შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანები.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • სამხედრო აღრიცხვა - მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულება
  • „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ - საქართველოს კანონი
  • პოლიციასა და სასამართლოსათვის საქმის გადაცემის ძირითადი პირობები და წესები.
  • დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურისათვის ანგარიშის წარდგენის წესები და შედგენის პრინციპები
  • გამწვევი კომისიების ოქმის წარმოების თავისებურებანი
  • გაწვევის უწყების ჩაბარების წესები და პრინციპები
  • სხვა სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნის საკითხი.

 

12.

სამართლებრივი აქტების მომზადების ტექნიკა

 

ტრენინგის მიზანი:

სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ტექნიკის გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში ხელშეწყობა, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება სამართლებრივი აქტების, როგორც ინდივიდუალური, ასევე, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების სამართლებრივი საფუძვლები.
  • საკანონმდებლო აქტისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა - ძირითადი პრინციპები.
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების პროექტებისა და მათი განმარტებითი ბარათის მომზადების ტექნიკა - ძირითადი პრინციპები.
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა.
  • საქართველოს მთავრობის განკარგულებისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა.
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მომზადების ტექნიკა.
  • მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ტექნიკა.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

13.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეებზე

ტრენინგის მიზანი:

ადმინისტრაციულ საქმეებზე მუნიციპალიტეტის სასამართლოში წარმომადგენლობის პრაქტიკული ასპექტების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეებზე წარმომადგენლობასთან.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • ადმინისტრაციული პროცესის სამართლებრივი საფუძვლები, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის განსხვავება და მათი ურთიერთმიმართება.
  • ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის ძირითადი პრინციპები.
  • განსჯადობა.
  • მოსამართლეთა საქმის განხილვაში მონაწილეობა და მათი აცილების სამართლებრივი საფუძვლები.
  • პროცესის ხარჯები, საპროცესო ვადები და მტკიცებულებები.
  • მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირები).
  • სარჩელის სახეები.
  • გამწესრიგებელი სხდომა, გამარტივებული სამართალწარმოება და დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
  • გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინება.
  • აპელაცია და კასაცია, საქმის წარმოების განახლება.
  • ადმინისტრაციულ საქმეებზე სარჩელის, შესაგებელის შედგენის ზოგადი ტექნიკა.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

14.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სამოქალაქო საქმეებზე

ტრენინგის მიზანი:

სამოქალაქო საქმეებზე მუნიციპალიტეტის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის პრაქტიკული ასპექტების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე წარმომადგენლობასთან.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • სამოქალაქო პროცესის სამართლებრივი საფუძვლები და სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი დებულებები.
  • სამოქალაქო საქმეების უწყებრივი ქვემდებარეობა და განსჯადობა.
  • სასამართლოს აცილება და საპროცესო ხარჯები.
  • საპროცესო ვადები, სასამართლოს შეტყობინება და დაბარება.
  • მხარეები სამოქალაქო პროცესში.
  • სასამართლო მტკიცებულებები.
  • საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებული ზოგადი რეგულაციები.
  • შეგებებული სარჩელი, სარჩელის უზრუნველყოფა.
  • საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადებისას მხარეების ქმედებები და სასამართლოს მთავარი სხდომა.
  • დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი კანონიერ ძალაში შესვლა.
  • საქმისწარმოების დამთავრება, შეჩერება.
  • სამოქალაქო საქმეებზე სარჩელისა და შესაგებლის შედგენის ტექნიკა.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

15.

მუნიციპალიტეტის მიერ იურიდიული პირების დაფუძნება და მართვა

ტრენინგის მიზანი:

მუნიციპალიტეტის მიერ იურიდიული პირების დაფუძნების და მართვის ძირითადი მიმართულებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსადმი დაქვემდებარებული ორგანოში, გამგეობაში/მერიაში დასაქმებული მოხელეთათვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის მიცემასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგადი მიმოხილვა მუნიციპალიტეტების მიერ იურიდიული პირების დაფუძნებასთან/მართვასთან მიმართებით.
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების არსი და ფუნქცია; სახელი, რეგისტრაცია და რეგისტრაციის პირობები, საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა; მათის ქონების გასხვისება, ზიანის ანაზღაურება; რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
  • საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ სპეციალური ნორმები არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან მიმართებით.
  • სააქციო საზოგადოების არსი, ფუნქცია და დანიშნულება; დაფუძნება; სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობა.
  • შპს-ს არსი, ფუნქცია და დანიშნულება; დაფუძნება; ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობა.
  • მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის თავისებურებები - პრაქტიკული საკითხები
  • მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა დაფუძნებული იურიდიული პირების მხრიდან.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

16.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირება,     დამტკიცება, შესრულება და ანგარიშგება

ტრენინგის მიზანი:

საფინანსო საბიუჯეტო საკითხებში მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში ხელშეწყობა, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების, განხორციელებისა და შესრულების საკითხებს.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • საქართველოს საბიუჯეტო სისტემის საფუძვლები;
  • საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები;
  • ბიუჯეტის შემოსულობები;
  • ტრანსფერების სტრუქტურა;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

17.

ზოგადი მუნიციპალური სამართალი (მოკლე კურსი)

 

 

ტრენინგის მიზანი:

მუნიციპალური სამართლის არსის, მისი ადგილისა და როლის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის ძირითადი პრინციპებისა და სამართლებრივი საფუძვლების  გაცნობით, მუნიციპალიტეტის მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ რა ადგილობრივ თვითმმართველობას, ამზადებენ, იღებენ და აღასრულებენ მუნიციპალური ორგანოების გადაწყვეტილებებს სწორედ მუნიციპალური სამართლის საფუძველზე, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • მუნიციპალური სამართლის ცნება და წყაროები. მუნიციპალური სამართლებრივი ურთიერთობები და მისი სუბიექტები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის ძირითადი პრინციპები საქართველოს კონსტიტუციაში
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ძირითადი პრინციპები;
  • საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ისტორიული ასპექტები და თავისებურებები. მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის 2013-14 წ.წ. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და მიზნები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული საფუძვლები. დასახლება. თვითმმართველი ერთეული - მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლების, მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნისა და გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები. საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილება. ექსკლუზიური უფლებამოსილებები. ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები. უფლებამოსილებათა დელეგირების წესი და პირობები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. მერი (გამგებელი) და მისი სამართლებრივი სტატუსი. საკრებულოს თავმჯდომარე და მისი სტატუსი.  ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირები. ადგილობრივი სამსახურები და მათი სტატუსი;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები: საკრებულოს დადგენილება. საკრებულოს განკარგულება. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება. მერის (გამგებლის) ბრძანება. მერიის (გამგეობის) სხვა თანამდებობის პირთა ბრძანებები. ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მიღების, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძვლები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური და ეკონომიკური საფუძვლები: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. საკუთარი შემოსავლები და არა საკუთარი შემოსავლები. გამოთანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერები. მუნიციპალური საკუთრება. ძირითადი და დამატებითი ქონება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შეჩერებისა და მათი დათხოვნის, უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

18.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

ტრენინგის მიზანი:

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა არსის, სახელმწიფოსა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა და პასუხისმგებლობათა გამიჯვნის პრინციპებისა და სამართლებრივი საფუძვლების, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განსაზღვრისა და განხორციელების პირობებისა და წესების, საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მუნიციპალური ორგანოებისა და სამსახურების როლის, ფუნქციებისა და კომპეტენციების გაცნობით,  მუნიციპალიტეტის მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ რა ამ უფლებამოსილებებს, ამზადებენ, იღებენ და აღასრულებენ მუნიციპალური ორგანოების გადაწყვეტილებებს, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის ცნებები, პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები. უფლებამოსილებათა გამიჯვნა სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. მუნიციპალიტეტის გამგებლობის სფერო;
  • უფლებამოსილებათა კლასიფიკაცია. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განსაზღვრის სამართლებრივი პრინციპები საქართველოს კონსტიტუციაში და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიაში;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების სახეები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით. საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები. ექსკლუზიური უფლებამოსილება. ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები;
  • უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები. დელეგირებული უფლებამოსილებები დარგობრივი კანონმდებლობის მიხედვით;
  • საკუთარი და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების ნუსხა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მიხედვით. საკუთარი უფლებამოსილებების ექსკლუზიურებისა და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების პოზიტიური განსაზღვრის, უფლებამოსილებათა ვალდებულებითი ხასიათის გაურკვევლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები და მათგან გამომდინარე პრაქტიკული პრობლემები;
  • საერთაშორისო გამოცდილება: უფლებამოსილებათა გამიჯვნის შედარებითი დახასიათება საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • წარმომადგენლობითი ორგანოს როლი, ფუნქციები და კომპეტენცია მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
  • გამგებლის /მერის როლი, ფუნქციები და კომპეტენცია მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
  • მუნიციპალური სამსახურების  როლი, ფუნქციები და კომპეტენცია მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
  • სახელმწიფო ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას. სამართლებრივი ზედამხედველობა. დარგობრივი ზედამხედველობა;

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

19.

საკრებულო და მისი მუშაობის ორგანიზაცია

 

 

ტრენინგის მიზანი:

მსმენელებს გადასცეს ცოდნა საკრებულოს არსის, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მისი ადგილის,  როლისა და ფუნქციების, საკრებულოს უფლებამოსილებების, მისი ორგანიზაციული სტრუქტურის, საკრებულოს წევრებისა და თანამდებობის პირების სტატუსის,  საკრებულოს საქმიანობის წესებისა და პროცედურების შესახებ, რათა მათ შესძლონ საკრებულოს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ყოველდღიური საქმიანობის პროცესში მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება; მათი კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

  • საკრებულო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები; საკრებულოს არსი, მისი როლი და ადგილი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში; საკრებულოს მიმართება აღმასრულებელ ორგანოსა და მუნიციპალურ სამსახურებთან;
  • საკრებულოს წევრი და მისი სტატუსი; საკრებულოს თანამდებობის პირები (საკრებულოს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე) მათი სტატუსები, თანამდებობაზე არჩევისა და გადარჩევის, უფლებამოსილებათა ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, წესები და პროცედურები;
  • საკრებულოს უფლებამოსილებანი; საკრებულოს სტრუქტურა, საკრებულოს კომისიები, დროებითი სამუშაო ჯგუფები და მათი უფლებამოსილება; საკრებულოს ფრაქცია და მისი უფლებები; საკრებულოს ბიურო და მისი სტატუსი;
  • საკრებულოს და მისი კომისიების საქმიანობის დაგეგმვა; საკრებულო, საკრებულოს ბიურო, კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოები; მათი საქმისწარმოების ძირითადი პრინციპები, წესები და თავისებურებანი; საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები და მეთოდები;
  • საკრებულოს სხდომების ორგანიზაცია; ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა; საკრებულოს მორიგი და რიგგარეშე სხდომები; საკითხის ინიცირება საკრებულოში; საკრებულოს დღის წესრიგი. დებატები საკრებულოში; საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ფორმები და მათი ხანგრძლივობა; პროცედურული საკითხები;
  • საკრებულოს მიერ გადაწყვეტილებების მიღება, ღია, ფარული და სახელობითი კენჭისყრა, მათი გამართვის წესები; საკრებულოს სხდომის ოქმი; საკრებულოს სამართლებრივი აქტები - საკრებულოს დადგენილება, განკარგულება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება. სამართლებრივი აქტების მიღების, გამოქვეყნების, გაცნობის, ძალაში შესვლის, გასაჩივრების, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ზოგადი წესები;
  • საკრებულოს განსაკუთრებული პროცედურები:  მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის, ბიუჯეტის განხილვის განსაკუთრებული წესები; მოქალაქეთა პეტიციის წესით შემოტანილი ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა; საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და ვადამდე შეწყვეტის საკითხების განხილვა; ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით; გამგებლის/მერის მონაწილეობა საკრებულოს სხდომაში;
  • საკრებულოს მიერ გამგებლისათვის/მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. საკრებულოს თანამდებობის პირთა გადადგომის წესი;
  • საკრებულოს ურთიერთობა აღმასრულებელ ორგანოსთან. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება; წერილობითი და ზეპირი შეკითხვები; ინტერპელაცია; კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე;  გამგეობის/მერიის საქმიანობის კონტროლი; დამოუკიდებელი აუდიტი;
  • საკრებულოს აპარატის სტატუსი, ფუნქციები, სტრუქტურა და საქმიანობის წესი;

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

20.

მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების წესი და პირობები, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება, დარგობრივი ზედამხედველობის წესი

ტრენინგის მიზანი:

მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების წესისა და პირობების, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისა და დარგობრივი ზედამხედველობის წესის თავისებურებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისა და დარგობრივი ზედამხედველობის სამართლებრივი საფუძვლები.
  • მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირება საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.
  • მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირება ხელშეკრულების საფუძველზე.
  • ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფა, უფლებამოსილების დელეგირებისას.
  • მუნიციპალიტეტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები.
  • დარგობრივი ზედამხედველობის მიზანი და არსი.
  • დარგობრივი ზედამხედველობის ფარგლებში დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვა.
  • დარგობრივი ზედამხედველობის ფარგლებში სარეკომენდაციო ინსტრუქციები.
  • დარგობრივი ზედამხედველობის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება და გაუქმება.
  • დარგობრივი ზედამხედველობის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

21.

მარტივი ადმინისტრაციული წარმოება

 

ტრენინგის მიზანი:

მარტივი ადმინისტრაციული წარმოების თავისებურებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში,  განიხილავენ განცხადებებს და ამზადებენ გადაწყვეტილებების პროექტებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • მარტივი ადმინისტრაციული წარმოების სამართლებრივი საფუძვლები.
  • მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მხარეები, მონაწილეები და წარმომადგენლობა.
  • მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძვლები.
  • უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნის წესი და თავისებურებები.
  • დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და განცხადების განუხილვევლად დატოვება.
  • მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა და აცილება.
  • მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ვადები და მისი თავისებურებები.
  • დაინტერესებული მხარის ჩაბმა მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებათა გამოკვლევა.
  • მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება და გადაწყვეტილების პრაქტიკულად გაფორმება.
  • ერთსა და იმავე საკითხზე ხელახლა წარდგენილი განცხადების განხილვის თავისებურებები.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

22.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი

 

ტრენინგის მიზანი:

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესის გაცნობით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში დასაქმებული იმ მოხელეთათვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის მიცემასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა, რომელთა თანამდებობის სამუშაო აღწერილობა მოიცავს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის უფლებამოსილებას.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • ადმინისტრაციული საჩივრის არსი და მისი განხილვის სამართლებრივი საფუძვლები.
  • ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება და ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო.
  • ადმინისტრაციული საჩივრის ფორმისა და შინაარსისადმი დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნები.
  • ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და მის განხილვასთან დაკავშირებული ვადები და ვადებთან დაკავშირებული შედეგები.
  • ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის საკანონმდებლო საფუძვლები და შესაბამისი პროცედურები;6. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის თანმდევი შედეგები, აქტის მოქმედების შეჩერების დრო, აქტის მოქმედების არ შეჩერების საფუძვლები და თანმდევი შედეგები.
  • ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი.
  • ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის, საჩივრის ცნობის საფუძვლები და შედეგები.
  • ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირები, ზეპირი მოსმენისა და ზეპირი მოსმენის გარეშე საჩივრის განხილვის თავისებურებები.
  • ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგები.
  • ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ხარჯები.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

23.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება

 

 

 

ტრენინგის მიზანი:

ადმინისტრაციული (სამშენებლო) სამართალდარღვევების არსის, მისი პრევენციისა და აღკვეთის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების სამართლებრივი საფუძვლების, ადგილობრივი თვითმმართველობის განსჯადი ადმინისტრაციული და სამშენებლო  სამართალდარღვევების, სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების ძირითადი პრინციპებისა  და კანონმდებლობით დადგენილ პროცედურების  გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა. 

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევების ცნებები. მათი პრევენციისა და  აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის განსჯადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. ადმინისტრაციული  სამართალდარღვევები, რომელთა შესახებაც საქმეს ამზადებენ მუნიციპალიტეტის ორგანოები სასამართლოში წარსამართავად. ადგილობრივი თვითმმართველობის განსჯადი ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევები.
  • ადმინისტრაციულ და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეებზე წარმოების ძირითადი პრინციპები. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, როგორც ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების სახე.
  • მხარეები ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი, როგორც მხარე ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში. სხვა დაინტერესებული პირის მონაწილეობა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. უცხოელის და მოქალაქეობის არმქონე პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. უკიდურესი აუცილებლობა, აუცილებელი მოგერიება და შეურაცხადობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებში.
  • ადმინისტრაციული სახდელი. ადმინისტრაციული სახდელის სახეები. ადმინისტრაციული სახდელის დადება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი.
  • ადმინისტრაციული (სამშენებლო) სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები. ადმინისტრაციული (სამშენებლო) სამართალდარღვევის ოქმი. ოქმის შინაარსი. ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები. ოქმის ფორმა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების უზრუნველყოფის ზომები.
  • დმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები. დაზარალებული,  სხვა დაინტერესებული მხარე, კანონიერი წარმომადგენელი, ადვოკატი, მოწმე და ექსპერტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაში.
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი. განხილვის ვადები. საქმის წარმართვა სასამართლოში.
  • იმ ადმინისტრაციულ (სამშენებლო) სამართალდარღვევათა, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ფორმალური საქმისწარმოება. ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული (სამშენებლო) სამართალდარღვევის საქმეზე. გამგებლის/ მერის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული (სამშენებლო) სამართალდარღვევის საქმეზე.
  • საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადება და გამგებლის/მერის მიერ გამოცემული აქტის ჩაბარება ან გაგზავნა. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აქტის აღსრულება. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აქტის აღსრულება. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოცემული აქტის გასაჩივრების წესი.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

24.

ადმინისტრაციული წარმოება, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კუთხით

ტრენინგის მიზანი:

საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კუთხით, ადმინისტრაციული წარმოების თავისებურებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომლებიც განსაზღვრულნი არიან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირებად, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მოხელეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევასა და საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კუთხით, ადმინისტრაციული წარმოების სამართლებრივი საფუძვლები.
  • ადმინისტრაციული წარმოების დაწყება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
  • საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განცხადების განხილვა.
  • საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
  • საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება.
  • ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფარგლებში მოხელის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.
  • ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება.
  • ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
  • საჯარო რეესტრის წარმოება.
  • საჯარო ინფორმაციის თაობაზე ანგარიშის წარდგენა/გამოქვეყნება.

 

25.

მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

 

ტრენინგის მიზანი:

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების არსის, მისი სამართლებრივი საფუძვლების, პრინციპების, პირობების, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დეტალური  გაცნობით,  მუნიციპალიტეტის მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ ამ სახის ადმინისტრაციულ წარმოებას, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული წარმოება და მისი სახეები. მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების არსი და სამართლებრივი საფუძვლები.
  • მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები. შემთხვევები, როცა სავალდებულოა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტის (საკრებულოს დადგენილების) მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. სხვა შემთხვევები, როდესაც შესაძლოა მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
  • საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პრინციპები. ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მისი გამოქვეყნების წესი. ნორმატიული აქტის პროექტისა და მისი განმარტებითი ბარათის გამოქვეყნება საჯარო ადმინისტრაციული  წარმოებისას. საჯარო გაცნობისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა.
  • მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მხარეები. საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირები. მათი უფლება-მოვალეობები. ადმინისტრაციული წარმოების ვადები. ინდივიდუალურ-სამართლებრივი და ნორმატიული გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას.
  • განცხადების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესაძლო შემთხვევები. განცხადების შეტანა. განცხადების შინაარსი. განცხადების რეგისტრაცია.
  • საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევის სპეციფიკა საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში.  მოსაზრებების წარდგენა საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანოების ან საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოდგენა.
  • საჯარო ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და გამოქვეყნება. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტის თაობაზე ზეპირი მოსმენა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის ზოგადი წესი.
  • საჯარო ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას გადაწყვეტილების მიღება. საკრებულოს დადგენილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესი. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მიღება მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება.
  • მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას მიღებულ გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება. საკრებულოს დადგენილების გამოქვეყნების წესი. მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას მიღებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება.
  • მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების, შეცვლის, ძალადაკარგულად გამოცხადების, ბათილად ცნობის წესები.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

26.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი და პროცედურა

 

 

ტრენინგის მიზანი:

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესისა და პროცედურების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომლთა საქმიანობა უკავშირდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები.
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების ძირითადი პირობები.
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილება, სტატუსის მინიჭების მიზნით წარსადგენი დოკუმენტაცია.
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების განხილვის უფლებამოსილება, განცხადების განხილვა და გადაწყვეტილება.
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მონიტორინგი.
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეწყვეტა.
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერება.
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის აღდგენა.
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინფორმაციის გამოთხოვის წესი, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრი.
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების და აღდგენისას გამოსაცემი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შედგენის ტექნიკა.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

27.

კერძო სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები

 

ტრენინგის მიზანი:

კერძო სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობების ძირითადი მიმართულებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის მოხელეთათვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის მიცემასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • კერძო სამართლის არსი და პრინციპები, კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტები და ობიექტები;
  • კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა;
  • მუნიციპალიტეტის ორგანოების მონაწილეობს კერძო სამართლებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობებში;
  • ხელშეკრულების მომზადება (წინასახელშეკრულებო ურთიერთობები);
  • ხელშეკრულების დადება (ოფერტი, აქცეპტი);
  • ხელშეკრულების ფორმა;
  • ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
  • ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულების მოშლა;
  • ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა;
  • მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე, მოვალის გარანტია;
  • სამოქალაქო ბრუნვაში მეტად გავრცელებული ხელშეკრულებები - ნასყიდობა;
  • ქირავნობა;
  • იჯარა;
  • სესხი;
  • ნარდობა.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

28.

საჯარო სამსახურის გავლა მუნიციპალიტეტში 2017 წლის 1 იანვრიდან

 

ტრენინგის მიზანი:

საჯარო სამსახურის არსის, მისი გავრცელებული მოდელების, მოწყობის ძირითადი პრინციპების, საჯარო სამსახურში მიღებისა და კარიერის გავლის, მოხელეთა ანგარიშვალდებულებისა და შეფასების  2017 წლის 1 იანვრიდან შემოსაღები ახალი პირობებისა და წესების, საჯარო სამსახურის რეფორმის ძირითადი მიმართულებების, მათ მიზნებისა და ამოცანების, მოხელეთა უფლება-მოვალეობების და გარანტიების გაცნობით,  მუნიციპალიტეტის მოხელეთა კარიერის გავლასთან დაკავშირებული კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • საჯარო სამსახურის და ბიუროკრატიის ცნებები. საჯარო სამსახურისა და ბიუროკრატიის თეორიული საფუძვლები. ბიუროკრატიის  ტიპოლოგია - პატრიმონიალური და რაციონალური ბიუროკრატიები. მაქს ვებერის კონცეფცია ლეგალური ძალაუფლებისა და რაციონალური ბიუროკრატიის შესახებ. საჯარო სამსახურის გავრცელებული მოდელები - საჯარო სამსახურის კარიერული და პოზიციური მოდელი.
  • საჯარო სამსახურის სამართლებრივი საფუძვლები. მოქმედი კანონი ”საჯარო სამსახურის შესახებ”. საქართველოს მთავრობის მოქმედი დადგენილებები საჯარო სამსახურის სფეროში. 2015 წლის 27 ოქტომბრის ახალი კანონი ”საჯარო სამსახურის შესახებ”. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული 2017 წლის 1 იანვრამდე მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. საჯარო სამსახურის რეფორმის ძირითადი მიმართულებები, მიზნები და ამოცანები.
  • საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის რეგულირების სფერო. სახელმწიფო სამსახურის, საჯარო სამსახურის,  საჯარო დაწესებულების, საჯარო მოსამსახურის, პროფესიული საჯარო მოხელის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და პოლიტიკური თანამდებობის პირის, შრომითი ხელშეკრულებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ცნებები ახალი კანონის მიხედვით. საჯარო სამსახურის მოწყობის ძირითადი პრინციპები.
  • საჯარო სამსახურის მართვის სისტემა. საჯარო სამსახურის საბჭო და საჯარო სამსახურის ბიურო. საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები. მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/მერიის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულები, მათი სტატუსი და ფუნქციები.
  • მოხელეთა თანამდებობების კლასიფიცირება ახალი კანონის მიხედვით: მოხელეთა თანამდებობების რანგირება, მოხელის კლასი, იერარქიულ რანგებში მოხელეთა განაწილების უნიფიცირებული წესი, მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები. დანამატი მოხელის კლასისათვის.
  • მოხელის თანამდებობაზე მიღება: მოხელისათვის დადგენილი ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ახალი კანონის მიხედვით. მოხელის სერტიფიცირება, მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით, დახურული და ღია კონკურსები. კონკურის ჩატარების წესები და პირობები ახალი კანონის მიხედვით.
  • მოხელის კარიერის მართვა ახალი კანონის მიხედვით: მოხელის გადაყვანა, მოხელის კარიერული განვითარება, მოხელისათვის დროებითი ფუნქციების დაკისრება,  მოხელის სამსახურებრივი მივლინება, მობილობა. მოხელის ანგარიშვალდებულება და შეფასება ახალი კანონის მიხედვით.
  • მოხელის უფლებები და გარანტიები ახალი კანონის მიხედვით: მოხელისთვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა,  მოხელის შრომითი გასამრჯელო, სახელფასო დანამატი, მოხელის წახალისება, მოხელის სამუშაო დრო და დასვენების დრო,  ზეგანაკვეთური სამუშაო და ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, მოხელის შვებულება, მოხელის შვებულება პროფესიული განვითარებისათვის, მოხელის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო, მოხელის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის მოთხოვნის უფლება, მოხელისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება, მოხელის პროფესიულ კავშირში გაწევრების უფლება, მოხელის პოლიტიკური უფლებები, დახმარება მოხელის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას, მოხელის საპენსიო უზრუნველყოფა, მოხელის მიერ ინფორმაციის მიღებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, კონკურსის მონაწილე კანდიდატის უფლების დაცვა, მოხელის უფლების დაცვა, მოხელთა რეზერვი.
  • მოხელის მოვალეობები ახალი კანონის მიხედვით: მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის ვალდებულება , მოხელის მიერ  განკარგულების შესრულების ვალდებულება, მოხელის მიერ გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპის დაცვის ვალდებულება, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ვალდებულება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ეკონომიურად და ეფექტიანად განხორციელება, მოხელის სხვა უფლებები და ვალდებულებები.
  • დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური წარმოება ახალი კანონის მიხედვით.  მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ახალი კანონის მიხედვით: მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების არსი, სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლები, სამსახურიდან გათავისუფლების სხვა საფუძვლები.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).