ვადები:
|
- 1 - 10 სექტემბერი – პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია - 3 სექტემბერი – პროექტის პრეზენტაცია - 14 – 30 სექტემბერი – კონკურსი, გასაუბრება - 5 ოქტომბერი - 31 დეკემბერი – გადამზადების კურსის I ეტაპი - 3 იანვარი - 31 მარტი – გადამზადების კურსის II ეტაპი
|
დაფინანსება:
|
პროექტი სრულად ფინანსდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ. |
პროექტში მონაწილეობა: |
პროექტის – „50 საჯარო მოხელე“ – მონაწილე შეიძლება იყოს 21-25 წლის ასაკის ახალგაზრდა, საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ნებისმიერი სპეციალობით (წარმოსადგენია დიპლომი ან ცნობა უნივერსიტეტიდან), ფლობს ინგლისურ ენას, დაინტერესებულია საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკით და მზად არის, ჩაერთოს გადამზადების 6-თვიან პროგრამაში. |
პროექტისმიზანი: |
მოცემული პროექტის მიზანია ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობას, პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარებას, ასევე, ემსახურება ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას, მართლშეგნების ამაღლებას, საჯარო სამსახურის სისტემაში ორიენტაციისა და თავის დამკვიდრებისთვის მათ სათანადო ცოდნით აღჭურვას. |
პროექტში მონაწილეთა შერჩევის ეტაპები:
|
I. აპლიკაცია II. ინტელექტის ტესტი III. ინგლისური ენა IV. გასაუბრება შენიშვნა:
- ტესტირებას ინგლისურ ენაში ჩაატარებს ბრიტანეთის საბჭო (British Council Georgia). ენის ცოდნის დონის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნება Aptis ტესტი. შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასვლა მოხდება რეიტინგული სიით. - გასაუბრებამდე კანდიდატები შეავსებენ პიროვნულ კითხვარს. პიროვნული მახასიათებლების შესახებ მიღებული ინფორმაცია გასაუბრების ეტაპზე გამოყენებული იქნება როგორც დამხმარე საშუალება. წარმატებულ კანდიდატებს გადაეცემათ ინდივიდუალური დახასიათება და რეკომენდაცია, რაც მათ დაეხმარება საკუთარ თავზე მუშაობასა და თვითანალიზში. კანდიდატთა შერჩევა მოხდება გენდერული ბალანსის გათვალისწინებით. |
პროგრამის მოცულობა:
|
კურსი გაგრძელდება 6 თვეს (67 დღე − 469 საათი). ტრენინგები ჩატარდება როგორც სამუშაო, ისე უქმე დღეებში. სასწავლო კურსი განხორციელდება 2 ეტაპად: − I ეტაპი − ოქტომბერი-დეკემბერი − 41 დღე (287 საათი); − II ეტაპი − იანვარი-მარტი − 26 დღე (182 საათი). მეორე სემესტრში სტუდენტები იმუშავებენ კონფერენციაზე წარსადგენ რეფერატებზე. ამდენად, სასწავლო კურსების ხანგრძლივობა შემცირებულია. მეორე სემესტრში პროექტის მონაწილეები ძირითად დროს დაუთმობენ კონფერენციაზე წარსადგენ პრეზენტაციებს. კომისიის მიერ განხილული რეფერატები გამოიცემა სახელმძღვანელოს სახით. გარდა ტრენინგებისა, სასწავლო კურსი მოიცავს სხვა დამატებით შემეცნებით/სასწავლო ღონისძიებებს. |
სწავლების ენა: |
სასწავლო პროგრამა წარიმართება ქართულ ენაზე, თუმცა პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი ექსპერტების მოწვევა და რეფერატებზე მუშაობის პროცესში ინგლისურ ენაზე ლიტერატურის დამუშავება. |
სასწავლომიზნები:
|
პროექტის მონაწილეები პროგრამის დამთავრების შემდეგ შეძლებენ (ცოდნადაგაცნობიერება): - განსაზღვრონ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობის ძირითადი პრინციპები, ცნებები და ინსტიტუტები, ასევე საჯარო სამსახურში მოქმედი სპეციალური ნორმები; - განსაზღვრონ ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო სამსახურში პროფესიულ საქმიანობასთან, პასუხისმგებლობასა და ეთიკასთან; - განსაზღვრონ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებში საჯარო ორგანიზაციების მნიშვნელობა და მათი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე; - განსაზღვრონ პიროვნების ძირითადი სამუშაო კომპეტენციები და პიროვნული პოტენციალის რეალიზების გზები; - ჩამოაყალიბონ ორგანიზაციის მართვის, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების ძირითადი პრინციპები. |
|
პროექტის მონაწილეები პროგრამის დამთავრების შემდეგ შეძლებენ (ცოდნისპრაქტიკაშიგამოყენება/პრაქტიკულიუნარები) - ეფექტიანად მართონ პირადი რესურსები, გაიუმჯობესონ პიროვნული სამუშაო კომპეტენციები; - განივითარონ ლიდერისა და გუნდის მართვის უნარები; - გაიუმჯობესონ ორგანიზაციული მართვის უნარები; - გაიუმჯობესონ პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი; - გაიუმჯობესონ იდეების გენერირების, კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; - განახორციელონ მოვლენების ანალიზი და შეფასება საჯარო სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით. |
სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები:
|
სწავლების შედეგების მისაღწევად გამოიყენება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდები თითოეული საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით: - ლექცია - დისკუსია - ჯგუფური მუშაობა - პრეზენტაცია - დამოუკიდებელი მუშაობა - პრაქტიკული სამუშაო - პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება - სიმულაციები და როლური თამაშები - შემთხვევის ანალიზი - გონებრივი იერიში - დემონსტრირება |
სწავლების შედეგების შეფასება: |
პროგრესის შეფასება – თითოეული ტრენინგის დასაწყისში და ბოლოს მონაწილეები შეავსებენ ტესტს, რათა გაიზომოს პროგრესი და შეფასდეს სწავლების შედეგი; შუალედური ტესტირება – 3 თვის შემდეგ, I ეტაპის ბოლოს, ჩატარდება შემაჯამებელი შუალედური ტესტირება (100 ტესტური დავალება, მინიმალური ზღვარი – 75%); საბოლოო ტესტირება – II ეტაპის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება (100 ტესტური დავალება, მინიმალური ზღვარი – 75%). |
შედეგები, რომელთაც მიიღებენ პროექტის მონაწილეები:
|
- სერტიფიკატი; - სწავლის შანსი ბრიტანეთის საერთაშორისო ბიზნესსკოლაში (BBSI) – „Management, Leadership & Human Resources“; - რეკომენდაცია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან; - პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარება; - ორგანიზაციული მართვის უნარების განვითარება; - კონტაქტების გაფართოება; - ექსპერტებთან (მენტორებთან) მუშაობის გამოცდილება; - კრებულის გამოცემის შესაძლებლობა თანაავტორობით; - უცხოელ ექსპერტთა გამოცდილების გაზიარება; - პრაქტიკა იუსტიციის სამინისტროში; - საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა მომავალი კარიერის დაგეგმვისთვის.
|