ტრენერები

ანა ვაშალომიძე

ტრენერი

ანა ვაშალომიძე–ტრენერი, სოციალური ფსიქოლოგი, სამართალმცოდნე.

2014 წლიდან დასაქმებულია სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“, იურიდიული ტრენინგების სამსახურში.

განათლება მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2013 წელს მიენიჭა სამართალმცოდნის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2015 წელს მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი სოციალური ფსიქოლოგიაში.

2018 წელს გაიარა კურსი თემაზე „ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია“ რის შედეგადაც მოიპოვა გერმანიის DBB აკადემიის ტრენერთა ტრენერის სტატუსი.

2019  წელს გაიარა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ILO) ორგანიზებული სემინარი თემაზე  „ბიზნესი, ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლიანი სამუშაო გარემო მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის“.

2020 წელს გაიარა ტრენერთა ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და გახდა შეფასების ერთიანი სისტემის (CAF) სერტიფიცირებული ტრენერი.

2015 წლიდან დღემდე სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში”  ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ავტორიზებული პირების სასერთიფიკატო პროგრამებს.

2016 წლიდან დღემდე სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“  კოორდინაციას უწევს სამართლის კლინიკას.

2015 წლიდან სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ ხელმძღვანელობდა სერვისების განვითარების სააგენტოს ოპერატორთა მოსამზადებელ კურსს.

2015 წელს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ იყო ქართული ენის შემსწავლელი კურსების პროექტის კოორდინატორი.

მუშაობის პერიოდში მიიღო სასწავლო პროგრამების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და სხვა ღონისძიებების სრული ციკლის მართვის გამოცდილება.

ასევე, მასშტაბური პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ფარგლებში, ჩართული იყო ტრენინგ საჭიროებების კვლევის პროცესში, კოორდინაციას უწევდა და ატარებდა ტრენინგებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

2017 წლიდან დღემდე -   არის შპს „ბილდინგ პროჯექტ კონსალტინგი“-ის -  მთავარი იურისტი.

2013-2014 წლებში გაიარა საქართველოს პროკურატურის სამართლის კლინიკა და პრაქტიკა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურაში.

2012-2013 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2012-2013 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება“ და  „საკორპორაციო სამათალი, წესდების წერის ტექნიკები“  პროექტების მენეჯერი.

იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. 2016 წელს იმყოფებოდა რუმინეთში, ზამთრის სკოლაში  თემაზე „Sensory Culture and Occupational Path (SCOP)“. ამასთანავე 2016 წელს გაიარა სწავლება თემაზე „ევროკავშირის სამართალი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ევროკავშირი საქართველოს და GIZ დაფინანსებით. 

მისი ძირითადი საქმიანობა უკავშირდება ტრენინგებისა და სამართლებრივ საკითხებზე პროგრამების მართვას.

ტრენერისა და თანატრენერის რანგში მას აქვს სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებთან  ტრენერთა ტრენინგის, სამართალი და ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, ეთიკა საჯარო სამსახურში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკითხებზე ტრენინგების  ჩატარების გამოცდილება. იგი არის სერტიფიცირებული ტრენერი.