ტრენინგის აღწერა: სხვადასხვა ორგანიზაციაში ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მუდმივი პროფესიული კომუნიკაციის რეჟიმში ყოფნას მოითხოვს. საქმიანი მიმოწერისა და უშუალოდ კომუნიკაციის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს იმ პრინციპებისა და რეკომენდაციების გამოყენება, რომელიც უახლეს სამეცნიერო კვლევებს, თეორიებსა და პრაქტიკას ეფუძნება, რადგან ტრენინგის მეშვეობით საქმიანი კომუნიკაციის ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდა არის შესაძლებელი.
ტრენინგის თემები:
ტრენინგის მიზანი: პროფესიული წერისა და საქმიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპების გაცნობა და ანალიზი; ეფექტიანი საქმიანი კომუნიკაციისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესება.
ტრენინგის შედეგი: ტრენინგის შედეგად, მონაწილეებსშესაძლებლობა ექნებათ პროფესიული წერისა და საქმიანი კომუნიკაციის შედეგზე ორიენტირებული მიდგომები/ტექნიკები გამოიყენონ.
მონაწილეობის წინაპირობა: სასურველია მონაწილეს ეფექტიანი კომუნიკაციის ტრენინგი ჰქონდეს გავლილი
მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგის საინტერესო იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც საქმიანი კომუნიკაციისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესება სურს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.