ტრენინგი

 ტრენინგის აღწერა: ტრენინგი მიმდინარეობს ინტერაქტიული სწავლების სტილში პრაქტიკაზე დაფუძნებული ფორმატით; აერთიანებს, პროექტის წერასთან დაკავშირებულ თეორიული ინფორმაციის გადაცემას პრეზენტაციის ფორმით და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება/განმტკიცებაზე ორიენტირებულ სავარჯიშოებს.

 ტრენინგის ძირითადი თემები:

  • პროექტების მართვის საერთაშორისო და საქართველოში არსებული პრაქტიკის მიმოხილვა;
  • პროექტის ფაზები;
  • პროექტის სასიცოცხლო ციკლი;
  • პროექტის ჩარჩოს შემუშავება/გაწერა;
  • პროექტის რესურსების განსაზღვრა და მართვა;
  • პროექტის ხარისხის და რისკების განსაზღვრა;
  • პროექტის ბიუჯეტის შედგენა;

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანია პროექტის მონაწილეებს   პროექტების წერასთან დაკავშირებული საჭირო ცოდნა გაუღრმავოს და  სხვადასხვა სოციალური და პროფესიული უნარი განუვითაროს.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის გავლისშედეგად ბენეფიციარებს  იდეის პროექტად გარდაქმნა შეეძლებათ, ასევე, პროექტის ინიცირება, იდეის ეფექტიანად დაგეგმვა და პროექტის დაწერა, განხორციელების ეტაპზე რესურსების ეფექტიანად განაწილება, პროექტის გუნდისა და მიმდინარე პროცესების მართვა.

მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესოა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც  პროექტის წერასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და უნარების ფლობა სჭირდება.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.