ტრენინგი

 ტრენინგის აღწერა: საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვის პროგრამა არის ინტენსიური სატრენინგო კურსი, რომელიც სტრატეგიის შექმნის ყველა ეტაპის სიღრმისეულ ანალიზს ითვალისწინებს,  მონაწილეებს ამ პროცესის მართვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის  და მათში საკომუნიკაციო პოლიტიკისა და ქმედითი აქტივობების დაგეგმვისთვის საჭირო თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს აღვივებს.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • სტატეგიული დაგეგმვის ინსტრუმენტები და ეტაპები;
  • არსებული მდგომარეობის შეფასება - სიტუაციური ანალიზი ;
  • საკომუნიკაციო სტრატეგიის მისია და ხედვა;
  • კრიზისის პრევენცია და ანტიკრიზისული კომუნიკაცია;
  • სტრატეგიული მიზნები და  ტაქტიკური ამოცანები;
  • ეფექტიანობის შეფასება;
  • სამოქმედო გეგმის შედგენა;

ტრენინგის მიზანიტრენინგის მიზანია  მონაწილეებს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების ეტაპები შეასწავლოს, დაგეგმვის პროცესისათვის საჭირო ანალიტიკური, ლოგიკური, შემოქმედებითი და ფართო ხედვაზე ფოკუსირების უნარები გამოუმუშავოს.

ტრენინგის შედეგიტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ  საზოგადოებასთან უერთიერთობის სტრატეგიის სახელმძღვანელო დოკუმენტი შექმნან, რომელიც ორგანიზაციაში კონკრეტული, გაზომვადი, რეალისტური, შედეგზე ორიენტირებული და დროში გაწერილი მიზნების განსაზღვრას და შესრულების მექანიზმებს უზრუნველყოფს.

მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს.

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესოა იმ პირებისათვის, ვინც დასაქმებულია ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ან მისი საქმიანობა დაკავშირებულია საზოგადოებასთან ურთიერთობასთან.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.