ტრენინგის აღწერა: შემთხვევის მართვა არის მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება სოციალურ მუშაობაში, მრავალმხრივი საჭიროების მქონე ბენეფიციართან. პენიტენციურ სისტემაში შემთხვევის მართვა განსაზღვრავს მსჯავრდებულებთან მუშაობის პროცესს სასჯელის მოხდის პერიოდში, რომლის მიზანია მრავალმხრივი რისკების მართვა მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით და ბენეფიციარის ჩართულობით. პენიტენციურ სისტემაში სოციალური მუშაობა და შემთხვევის მართვა, როგორცწესი, მიმართულია კრიმინოგენურ ფაქტორებზე, მსჯავრდებული სყოველდღიურ ქცევაზე, გარემოსთან ადაპტაციასა და რეაბილიტაციი სღონისძიებებზე.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ტრენინგის მიზანი: შემთხვევის მართვის პროცესში ჩართული სპეციალისტების ინფორმირება პენიტენციურ სისტემაში სასჯელის ინდივიდუალური მიდგომის, შემთხვევის მართვის მეთოდის საკითხებზე, განახლებული შეფასების სისტემისა და შეფასების ინსტრუმენტების გაცნობა.
მულტიდისციპლინური გუნდის გაძლიერება სპეციალისტების შესაბამისი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით.
ტრენინგის შედეგი:
გაიაზრონ საკუთარი როლი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროცესში.
მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი განკუთვნილია სპეციალურ პენიტენციურ სისტემაში მომუშავე პირებისთვის.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე (18 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.