ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: დღესდღეობითმომსახურების სფეროში საკმაოდ ხშირია მომხმარებელთა შორის ძალადობის შემთხვევები, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ძალადობის მსხვერპლ პირებს. ძალადობის ფაქტების თავიდან არიდების და მომსახურების ხარისხის სრულყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, მომსახურების მიმწოდებლების მიერ ძალადობის იდენტიფიცირების და რეაგირების  საკითხებზე მაღალი ცნობიერების, სათანადო ინფორმაციისა თუ ცოდნის ფლობა.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ძალადობის არსი, ცნებები და ტერმინები;
  • ძალადობის გამოვლენის ფორმები, მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები
  • ძალადობის მსხვერპლისთვის დამახასითებელი ქცევა;
  • ძალადობის ფაქტების გადამისამართება;
  • ნების გამოვლენის სამართლებრივი ასპექტები;

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანია მომსახურების სფეროში მომუშავე პირებმა მიიღონ ინფორმაცია თუ რა სახის ძალადობასთან შეიძლება ჰქონდეთ საქმე და როგორ შეძლონ მსგავ სიტუაციებთან გამკლავება, ასევე განივითარონ შესაბამისი უნარები.

ტრენინგის შედეგი: მონაწილეები ტრენინგის გავლის შემდეგ შეძლებენ ძალადობის ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას კანონის ფარგლებში.

მონაწილეობის წინაპირობა: სასურველია მონაწილეს ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოსმახურების ტრენინგი ჰქონდეს გავლილი.

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესო იქნება ნებისმიერი დიანტერესებული პირისთვის, რომელიც მუშაობს მოსმახურების სფეროში და მომსახურების დროს ძალადობის ფაქტების მოწმე ყოფილა.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.