ტრენინგის აღწერა: მეტყველების კულტურა ფართო ცნებაა. იგი არა მარტო უშუალოდ მეტყველების საკითხებს მოიცავს, არამედ ბევრად უფრო ვრცელ - ადამიანის ფსიქო - ფიზიკური მდგომარეობისა და აზროვნების სისტემასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემებს. ადამიანის მეტყველების ფორმირებაზე ზემოქმედებას ახდენს სოციალური, ბიოლოგიური, გეოგრაფიული და სხვა ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენენ ფორმირების პროცესზე.
ტრენინგის მიზანი: კურსის მიზანია მსმენელს ჩამოუყალიბდეს მჭევრმეტყველებისთვის საჭირო მაღალი დონის უნარ-ჩვევები; შეძლოს სწორი და მკაფიო წარმოთქმა; ჩამოუყალიბდეს დახვეწილი ტემბრის ხმა; გაიუმჯობესოს აზრობრივი და ემოციური ინფორმაციის აუდიტორიამდე ეფექტიანად მიტანის უნარი.
ტრენინგის შედეგი: ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ ეფექტურ და გამართულ მეტყველებას.
მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს
მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესო იქნება ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს მეტყველების უნარის გაუმჯობესება.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.