ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: დღევანდელმა ცხოვრების რიტმმა და წესმა - დროის ქრონიკული უკმარისობა, ინფორმაციული გადატვირთვა, მოულოდნელი ცვლილებები, რომელიც არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს, სამუშაო, რომელიც მუდმივ დაძაბვას მოითხოვს - მაღალი ემოციური აღგზნებადობა გამოიწვია. ეს ყველაფერი კი გონებრივ დატვირთვას იწვევს და დიდ ენერგიას მოითხოვს.

ემოციების მართვის ტექნიკის ცოდნა და გამოყენება საჭიროა როგორც უარყოფითი, ასევე, დადებითი ემოციების შემთხვევაში, განსაკუთრებით, აკადემიურ სივრცეში. 

ემოციური ინტელექტის აღნიშნული პროგრამა სხვადასხვა ფსიქოთერაპიული ტექნიკის ბაზაზეა შექმნილი და  მონაწილეებს საკუთარი და სხვისი ემოციების უკეთ გაგებასა და მართვაში ეხმარება.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • რა არის ემოციური ინტელექტი?
  • ემოციის ძირითადი კლასები;
  • ემოციური ინტელექტის განვითარების ტექნიკები;
  • ემოციებისა და სტრესის მართვა და მისი ტექნიკები.

 

ტრენინგის მიზანი: ემოციების მართვის მექანიზმების შესწავლა და  პრაქტიკული ათვისება.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ გაიგონ სხვა ადამიანის და საკუთარი ემოციები და გრძნობები, რაც მათ ემოციების მართვაში დაეხმარება და გაზრდის მათი მუშაობის ეფექტიანობას.

მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს

მიზნობრივი ჯგუფი: ნებისმიერი პირი, ვინც დაინტერესებულია ემოციების ანალიზისა და მართვის საკითხებით. ასევე, სამუშაო თუ სხვა სტრესული გარემოდან გამომდინარე, საჭიროებს ამ მიმართულებით გაძლიერებას.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.