კურსი მოიცავს 5 ტრენინგმოდულს:
მიზნობრივი ჯგუფი: ასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირები, კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყებები.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 დღე (42 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.
მოდული I - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები
ტრენინგის მიზანი: მსმენელებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები, საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელი კანონმდებლობა, ზოგადი წესები, არასრულწლოვანთა კოდექსის მიზნები და პრინციპები. აგრეთვე, ძირითადი განსხვავებები სრულწლოვანთა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.
ტრენინგის შედეგი: ტრენინგის წარმატებით გავლა მსმენელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დანერგილი სიახლეების გაცნობაში, პრაქტიკაში დანერგვასა და გამოყენებაში დაეხმარება; გარდა ამისა, შესაძლებლობას მისცემს საქმიანობის დროს საერთაშორისო სტანდარტები დაიცვან;
მოდული II - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
ტრენინგის მიზანი: მსმენელებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეები, სპეციალური მიდგომები და სტანდარტები. მსმენელები იმ თავისებურებებს გაანალიზებენ, რაც არასრულწლოვნების მართლმსაჯულებას სრულწლოვანი პირების მართლმსაჯულებისგან განასხვავებს; მოდულის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი სტანდარტების დაცვით შეძლებენ.
ტრენინგის შედეგი: ტრენინგის წარმატებით გავლა მსმენელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დანერგილი სიახლეების გაცნობასა და პრაქტიკაში დანერგვასა და გამოყენებაში დაეხმარება.
მოდული III - ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები
ტრენინგის მიზანი: მსმენელებს განვითარების თეორიების ჭრილში გააცნოს მოზარდთა ანტისოციალური ქცევის გამომწვევი მიზეზები, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომებისა და ფილოსოფიის მნიშვნელობა განმეორებითი დანაშაულის პრევენციისათვის, მოზარდთა მიერ სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებისა და მორალური ზრდისათვის
ტრენინგის ძირითადი თემები:
ტრენინგის შედეგი: ტრენინგის წარმატებით გავლა მსმენელებსდანაშაულის რისკისა და დამცავი ფაქტორების ანალიზის საფუძველზე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაში და კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმარება.
მოდული IV - ძალადობა ბავშვზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე
ტრენინგის მიზანი: მსმენელებს გააცნოს ძალადობის ძირითადი ფორმები და ძალადობაგანცდილი ბავშვის ფიზიკური და ქცევითი ინდიკატორები, ძალადობით გამოწვეული სტრესისა და ტრავმის გავლენა ბავშვის განვითარებაზე. ძალადობაგანცდილ ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ტრენინგის შედეგი:
მოდული V - დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვა (პროტოკოლი)
ტრენინგისმიზანი: მონაწილეებს გააცნოს ბავშვის განვითარების ფსიქოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით შექმნილი ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვის დაკითხვის/გამოკითხვის ინსტრუმენტი - NICHD პროტოკოლი, სპეციალური მიდგომები ბავშვის გამოკითხვის ჩასატარებლად.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ტრენინგისშედეგი: