ტრენინგი

კურსი მოიცავს 5 ტრენინგმოდულს:

  1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები;
  2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
  3. დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვა;
  4. ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები;
  5. ძალადობა ბავშვზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე.

 

მიზნობრივი ჯგუფი:  ასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირები, კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყებები.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 დღე (42 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.

 

მოდული I - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები

ტრენინგისმიზანი:  მსმენელებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები, საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელი კანონმდებლობა, ზოგადი წესები, არასრულწლოვანთა კოდექსის მიზნები და პრინციპები. აგრეთვე, ძირითადი განსხვავებები სრულწლოვანთა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

 

ტრენინგისშედეგი: ტრენინგის წარმატებით გავლა მსმენელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დანერგილი სიახლეების გაცნობაში, პრაქტიკაში დანერგვასა და გამოყენებაში დაეხმარება; გარდა ამისა, შესაძლებლობას მისცემს საქმიანობის დროს საერთაშორისო სტანდარტები დაიცვან;

 

მოდული II - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

ტრენინგისმიზანი:  მსმენელებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეები, სპეციალური მიდგომები და სტანდარტები. მსმენელები იმ თავისებურებებს გაანალიზებენ, რაც არასრულწლოვნების მართლმსაჯულებას სრულწლოვანი პირების მართლმსაჯულებისგან განასხვავებს; მოდულის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი სტანდარტების დაცვით შეძლებენ.

ტრენინგისშედეგი: ტრენინგის წარმატებით გავლა მსმენელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დანერგილი სიახლეების გაცნობასა და პრაქტიკაში დანერგვასა და გამოყენებაში დაეხმარება.

 

მოდული III - ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები

ტრენინგის მიზანი: მსმენელებს განვითარების თეორიების ჭრილში გააცნოს მოზარდთა ანტისოციალური ქცევის გამომწვევი მიზეზები, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომებისა და ფილოსოფიის მნიშვნელობა განმეორებითი დანაშაულის პრევენციისათვის,  მოზარდთა მიერ  სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებისა  და მორალური ზრდისათვის

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • მოზარდთა ანტისოციალური ქცევა განვითარების თეორიების ჭრილში;
  • ბავშვის ფსიქოსოციალური და მორალური განვითარება;
  • ფსიქოლოგიური ტრავმის როლი მოზარდთა დანაშაულის გენეზისში; 
  • რთული ქცევა;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების ფსიქოსოციალური განვითარების დარღვევები;
  • მოზარდთა დანაშაულის რისკ და დამცავი ფაქტორების ანალიზი და დანაშაულის პრევენცია.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის წარმატებით გავლა მსმენელებსდანაშაულის რისკისა და დამცავი ფაქტორების ანალიზის საფუძველზე არასრულწლოვანთა  საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაში და კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმარება.

 

მოდული IV - ძალადობა ბავშვზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე

ტრენინგისმიზანი: მსმენელებს გააცნოს ძალადობის ძირითადი ფორმები და  ძალადობაგანცდილი ბავშვის ფიზიკური და ქცევითი ინდიკატორები, ძალადობით გამოწვეული სტრესისა და ტრავმის გავლენა ბავშვის განვითარებაზე. ძალადობაგანცდილ ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები.

 

ტრენინგის ძირითადი თემები/საკითხები:

  • ძალადობის ძირითადი ფორმები და  ძალადობაგანცდილი ბავშვის ფიზიკური, ქცევითი და ემოციური ინდიკატორები;
  • ძალადობით გამოწვეული სტრესის და ტრავმის გავლენა ბავშვის განვითარებაზე;
  • ძალადობაგანცდილ ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები.

ტრენინგისშედეგი:

  • უკეთგააცნობიერონ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფენომენი, მისი შედეგები;
  •  ამოიცნონ ძალადობის ნიშნები/საფრთხის სიგნალები, მსხვერპლის ქცევითი და ემოციური გამოვლინებები;
  • გააანალიზონ ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვის ქცევის მოტივები;
  • გაითვალისწინონ ძალადობის მსხვერპლი/მოწმე   ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები მათთან ურთიერთობისას;
  • უკეთ გააცნობიერონ საკუთარი პროფესიული როლი ბავშვზე ძალადობის შემთხვევის მართვასა და ინტერვენციაში;

 

მოდული V - დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვა (პროტოკოლი)

ტრენინგისმიზანი: მონაწილეებს გააცნოს ბავშვის განვითარების ფსიქოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით შექმნილი ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვის დაკითხვის/გამოკითხვის ინსტრუმენტი - NICHD პროტოკოლი, სპეციალური მიდგომები ბავშვის გამოკითხვის ჩასატარებლად. 

 

ტრენინგის ძირითადი თემები/საკითხები:

  • ბავშვთა და მოზარდთა შთაგონებადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები და მათი კონტროლი
  • შეკითხვის ფორმულირება და თავისუფალი თხრობა
  • ბავშვთა და მოზარდთა ინტერვიუირების NICHD პროტოკოლის მეთოდოლოგიური პრინციპები და სტრუქტურა

ტრენინგისშედეგი:

  • განსაზღვრონ ბავშვებთან არაშთამაგონებელი ინტერვიუს წარმართვის ძირითადი პრინციპები;
  • გაიუმჯობესონ ბავშვებთან კონტაქტის დამყარებისა და მათგან სარწმუნო ინფორმაციის მიღების უნარები.