ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: ნებისმიერ ორგანიზაციაში დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემის შემუშავება. აღნიშნულის განხორციელება ცალკეული დაწესებულებისგან შეფასების სისტემის შესახებ ღრმა ცოდნას და აღნიშნული ცოდნის პრაქტიკაში აღსრულებას მოითხოვს, რაც გულისხმობს: სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემის შესახებ პროცედურის, დოკუმენტური ფორმების, პროცესების და ა.შ. შემუშავებას და შემდგომ სისტემურ დონეზე დანერგვას.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • შეფასების სისტემის აგების მეთოდოლოგია;
  • PA პროცედურა. სტრუქტურა და საფეხურები;
  • შეფასების შედეგების კონსოლიდაცია;
  • PA სამოქმედო გეგმა.

 

ტრენინგის მიზანი: იმ ცოდნის გადაცემა და უნარების გამომუშავება, რომელიც ტრენინგ კურსის მონაწილეებს დაეხმარება დაგეგმონ, შეიმუშავონ და დანერგონ თანამამშრომელთა სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემა კანონთან შესაბამისობითა და ადამიანური რესურსების მართვის თანამედოვე კონცეფციების გათვალისწინებით.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ იმსჯელონ შეფასების სისტემაზე; შეიმუშავონ შეფასების სისტემის მეთოდები და მოდელები, შეფასების პროცედურა (PA), თანამშრომლის შეფასების სისტემა; განახორციელონ შეფასების ინტერვიუ.

მონაწილეობის წინაპირობა: ტრენინგი საინტერესო იქნება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებისთვის; სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირებისათვის; ასევე, ყველა იმ პირისათვის, ვინც საპუხისმგებელია გარკვეული პროცესების მართვაზე, მონიტორინგსა და კონტროლზე.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.