ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: მოტივაციური ინტერვიუირება (MI) არის თანამშრომლობითი  საუბრის სტილი ადამიანის მოტივაციისა და ცვლილების განზრახვის გასაძლიერებლად. MI არ არის ცალკეული ტექნიკა, ის არის ინტერვიუირების უნართა ერთობლიობა. MI სტილი თავსებადია მრავალ სხვა კლინიკურ მეთოდთან.  მისი გამოყენება თანდათან ფართოვდება და ვრცელდება სხვადასხვა სფეროში. 

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • მოტივაციური ინტერვიუირების შესავალი, რა არის მოტივაციური ინტერვიუირება?
  • მოტივაციური ინტერვიუირების  ძირითადი ტექნიკები - OARS/ნიჩბები;
  • რეფლექსიური მოსმენა;
  • ნავიგაცია - 4 პროცესის აღწერა;

 

ტრენინგის მიზანი: მონაწილეებისთვის მოტივაციური ინტერვიუირების  (MI ) არსისა და სულისკვეთებას გაცნობა; მოტივაციური ინტერვიუირების  პრაქტიკაში გამოყენების მოტივაციის გაზრდა; მოტივაციური ინტერვიუირების ტექნიკების სწავლება და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარების გაუმჯობესება.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ მოტივაციური ინტერვიურირების ტექნიკების ეფექტიანად გამოყენებას პრაქტიკაში.

მონაწილეობის წინაპირობა: სასურველია მონაწილეს ეფექტიანი კომუნიკაციის ტრენინგი ჰქონდეს გავლილი.

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესო იქნება ნებისმიერი პირისთვის, რომელიც ინტერვიუირების ტექნიკით მუშაობს როგორც კლინიკური, ასევე, ინტერვიუირების ერთ-ერთი ფორმის განხრით.

ტრენინგის ხანგრძლივობა:  2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.