ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: “შეფასების ერთიანი სისტემა” წარმოადგენს საჯარო ადმინისტრირების ევროპული ქსელის მიერ შექმნილ მოდელს, როგორც ხარისხის მართვის ყოვლისმომცველ სისტემის (Total Quality Management) ინსტრუმენტს. ის ეფუძნება მოსაზრებას, რომ საუკეთესო შედეგები ორგანიზაციის საქმიანობაში, მოქალაქეებში/მომხმარებლებში, თანამშრომლებსა და საზოგადოებაში მიიღწევა ლიდერების მიერ მართული სტრატეგიისა და გეგმის, თანამშრომლების, პარტნიორობის, რესურსებისა და პროცესების მეშვეობით. ეს ინსტრუმენტი საჯარო ორგანიზაციას ერთდროულად სხვადასხვა კუთხიდან აფასებს: ეს არის ჰოლისტური მიდგომა ორგანიზაციის საქმიანობის ანალიზისადმი.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ყოვლისმომცველი ხარისხის მართვა საჯარო ორგანიზაციებში;
  • შეფასების ერთიანი სისტემის კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები;
  • შეს-ის ინსტრუმენტის გამოყენების პროცედურები და ეტაპები;

ტრენინგის მიზანი: მონაწილეთათვის “შეფასების ერთიანი სისტემის” ინსტრუმენტის შესახებ  წარმოდგენის შექმნა და ცოდნის გაღრმავება. აგრეთვე იმ  უნარების განვითარება და მიდგომების შემუშავება რომლებიც აუცილებელია სისტემის პრაქტიკულ გარემოში დასანერგად.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ მოამზადონ ორგანიზაცია შეფასების ერთიანი სისტემისთვის და წარმართონ შეფასების პროცესის მთლიანი ციკლი.

წინაპირობა მონაწილეობისთვის: საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღეს (21 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.