ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: ტრენინგ მოდული მოიცავს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებს, რომლებიც მიემართება მონაცემთა შეგროვების,  დამუშავებისა და ანალიზის მეთოდებს. იგი დეტალურად განიხილავს აუცილებელ და სარეკომენდაციო კვლევებს,   მათ მეთოდოლოგიებს,  კვლევისთვის საჭირო რესურსებსა და კვლევის პერიოდულობას. მოდული ეხება კვლევის შედეგების გამოყენებასაც.

მოდული ეფუძნება საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა  (UNDP) საქართველოში, შემუშავებულ „სახელმწიფო სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სახელმძღვანელოს“.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • შესავალი კვლევის მეთოდებში;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის არსი;
  • მომხმარებელთა მაყოფილების კვლევის რესურსები;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები;

ტრენინგის მიზანი: მონაწილეებს მიეწოდოთ ცოდნა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მეთოდებსა და მეთოდოლოგიაზე და გავარჯიშდნენ აღნიშნული მიმართულებით, რათა შემდგომ შეძლონ, მიწოდებული თემის საჭიროებისამებრ დამატებით დამოუკიდებლად დამუშავება და პრიაქტიკულად გამოყენება.

ტრენინგის შედეგი: მონაწილეები შეძლებენ დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მონაწილეთა კმაყოფილების კვლევა სერვისის გაუმჯობესების მიზნით.

წინაპირობა მონაწილეობისთვის: არ აქვს

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 დღეს (20 საათი)