ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: დღეისათვის უფრო და უფრო აქტუალური ხდება ორგანიზაციების მხრიდან თანამშრომელთა პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე ზრუნვა, რაც ტრენინგების მნიშვნელობის ზრდას განაპირობებს. ტრენინგის წარმატებას კი, მეტწილად, ტრენერი განსაზღვრავს. სწორედ ტრენერის საქმიანობის ხარისხზეა დამოკიდებული სასწავლო პროგრამის წარმატება. ინფორმაციის გადაცემის სწორად შერჩეული მეთოდები, ტრენინგის წარმართვის სპეციფიკის ცოდნა და  გათვალისწინება, სწავლისათვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნა - ის ფაქტორებია, რაც ტრენინგის წარმატებას უზრუნველყოფს.

ტრენინგების სფერო მუდმივად ვითარდება. ამდენად, მნიშვნელოვანია ტრენერების პერიოდული გადამზადება, რათა გაეცნონ სიახლეებსა და მსოფლიოში არსებულ ახალ სტანდარტებს.

ტრენინგის თემები:

  • ტრენინგის სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება;
  • ტრენინგის სტრუქტურა;
  • ტრენინგის მიზნების ფორმულირება;
  • ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპები;
  • აუდიტორიის მოტივირების ტექნიკები;
  • ტრენერების ყველაზე ხშირი შეცდომები;
  • ტრენინგის ჩატარების სტანდარტები;
  • აუდიტორიის მართვის, მოდერაციის ტექნიკები.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, განსაზღვრონ ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მეთოდი და მსოფლიოში არსებული სტანდარტები და გამოიყენონ სწავლების პროცესის დაგეგმვისთვისა და მოდერაციისთვის საჭირო თანამედროვე მიდგომები პრაქტიკაში.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც სურს ტრენერისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება. სასურველია, მონაწილეს გავლილი ჰქონდეს ეფექტიანი კომუნიკაციისა და პრეზენტაციული უნარების ტრენინგი.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: შესავალი კურსი - 2 დღე (14 სთ), სრული კურსი - 4 დღე (28 სთ). სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 1 ან 3-დღიანი ტრენინგის ჩატარება.