ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: სამსახურში სტრესული სამუშაო გარემო, როგორც წესი, იწვევს თანამშრომელთა ენთუზიაზმისა და მოტივაციის შემცირებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში გუნდური მუშაობის წახალისება და სტიმულირება, რათა თანამშრომლები საკუთარი მიზნების მიღწევის პროცესში კონცენტრირებული იყვნენ ერთმანეთის დახმარებასა და მხარდაჭერაზე. რაც უფრო მეტად არის შეჭიდული გუნდი, მით მაღალია ორგანიზაციის მუშაობის ეფექტიანობა. ამ მიზნით ორგანიზაციები მიმართავენ გუნდური შეჭიდულობის სპეციალურ ტრენინგს.

ტრენინგის თემები: პროგრამა, ძირითადად, გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის აქტივობებით - თამაშებით, რაც ხელს უწყობს თანამშრომელთა ინტერაქციას.

ტრენინგის მიზანი:

  • გუნდში კეთილგანწყობილი კლიმატის შექმნა, მონაწილეთა მხრიდან ღიაობისა და გახსნილობის უზრუნველყოფა;
  • გუნდის შეკვრა, გუნდის წევრებს შორის მიმღებლობის გაზრდა და პოზიტიური განწყობის  ჩამოყალიბება;
  • გუნდში კომპლექსური დავალებების შესრულებისათვის საჭირო მუშაობის უნარების გაძლიერება.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც სურს გუნდის წევრების უკეთ გაცნობა და მათთან ურთიერთობის გაუმჯობესება.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 სთ). სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 1 ან 3- დღიანი ტრენინგის ჩატარება. გუნდური შეჭიდულობის ტრენინგისათვის შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის

სასწავლო ცენტრის რეგიონული ყვარლის კომპლექსის გამოყენება.