ტრენინგი

აჭარაში უფასო იურიდიულ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას 6, 7, 9 ივნისს გაიაროთ უფასო იურიდიული ტრენინგი თემაზე: „თანასწორობის უფლება“

 

ტრენინგები ჩატარდება ქობულეთის, დაბა ჩაქვის, მუხაესტატეს, შუახევის, ქედას, ხულოს და ბათუმის იუსტიციის სახლებში.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მაისი 18:00 სთ!!

 

ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

 

ტრენინგებს უძღვებიან “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართლის კლინიკის“ ტრენერები.

 

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.

 

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

 

ტრენინგების ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე 30 მაისს.

 

*აქტივობა ხორციელდება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

 

ქობულეთი - 6 ივნისი - 10:00-13:30 სთ- ქობულეთის იუსტიციის სახლი

თანასწორობის უფლება - დარეგისტრირდით 

დაბა ჩაქვი- 6 ივნისი - 11:00-14:30 სთ-  დაბა ჩაქვის იუსტიციის სახლი

თანასწორობის უფლება - დარეგისტრირდით

 

მუხაესტატე- 6 ივნისი - 12:00-15:30 სთ- მუხაესტატეს იუსტიციის სახლი

თანასწორობის უფლება - დარეგისტრირდი

შუახევი - 7 ივნისი - 11:00-14:30 სთ- შუახევის იუსტიციის სახლი

თანასწორობის უფლება - დარეგისტრირდი

 

ხულო - 7 ივნისი - 12:00-15:30 სთ- ხულოს იუსტიციის სახლი

თანასწორობის უფლება - დარეგისტრირდით

 

ბათუმი - 9 ივნისი - 11:00-14:30 სთ- ბათუმის იუსტიციის სახლი

თანასწორობის უფლება - დარეგისტრირდით

 

ქედა - 9 ივნისი - 12:00-15:30 სთ- ქედას იუსტიციის სახლი

თანასწორობის უფლება - დარეგისტრირდით