ტრენინგის აღწერა: დღეს ორგანიზაციებისათვის მომსახურების მაღალი ხარისხი არა მხოლოდ სასურველი, არამედ სავალდებულოა, რადგან მომხმარებელი მომსახურების მაღალ სტანდარტზეა ორიენტირებული და სულ უფრო და უფრო მეტად მომთხოვნი ხდება სერვისისადმი. მომხმარებელთა კმაყოფილების მოპოვება კი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პერსონალის მოტივაციასა და უნარებზე, შესაბამისად ორგანიზაციები მიმართავენ თანამშრომელთა გადამზადებას ეფექტიანი მომსახურების სტანდარტებში.ტრენინგის თემები:
ეფექტიანი მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები;
მომხმარებელთა დაკმაყოფილების ფსიქოლოგიური კანონზომიერება;
ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი;
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
საუბრის მართვის ტექნიკები;
ნეგატიური ინფორმაციის მიწოდების ტექნიკები;
უკმაყოფილო მომხმარებელთან ქცევის ტექნიკა.
ტრენინგის მიზანი: ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარების განვითარება.ტრენინგი ტარდება ამერიკის მომხმარებელთა მომსახურების ინსტიტუტის (Customer Service Institute of America -CSIA) მიერ სერტიფიცირებული პროგრამით.